სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობისა და ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების მიზნით ახალი ცვლილებები მომზადდა
2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ. აღნიშნული უფლების შემოღებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ეს უფლება არ გამოიყენება პატიმრობაში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში და სამარტოო საკანში მოთავსებისას.
პროექტით, მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, პაემნის გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით (უფლებით) ჩანაცვლების. კერძოდ, მას შესაძლებლობა ექნება, ხანმოკლე პაემანი შეიცვალოს ვიდეოპაემნით, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით, ხოლო საოჯახო პაემანი (ქალ მსჯავრდებულს) – ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით (ეს ნორმაც ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან).
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საფასურის გადაუხდელად.
იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.
ცვლილებებით, შენარჩუნდება წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებას უფლება არ ექნება, შეაჩეროს ან შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, როდესაც ადრესატი ან ადრესანტია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
