iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე
იურიდიული სტატია

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

7-12-2022, 18:17 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 212 ნახვა
საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ღონისძიება გამართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისების და ასევე, სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მთავარი ღირებულება, რაც ამ აპარატს ამოძრავებს, არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული ძლიერი საქართველოს შენება. თითოეული ჩვენი ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ნაკლებად ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები გააჩნდეს ყველას და ღირსეულ გარემოში გვიწევდეს ცხოვრება. ვამაყობ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა პირნათლად შეასრულა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაკისრებული როლი.

განვლილი პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი და პირადად მე ხშირად ვხდებოდით პოლიტიკური მანიპულაციის, პროპაგანდის, თავდასხმის ობიექტი, რასაც განაპირობებდა ჩვენი უპირობო არჩევანი, ვყოფილიყავით ყველა ადამიანის დამცველი ამ ქვეყანაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალი სახალხო დამცველი ასევე ურყევად გააგრძელებს ამ გზას, რადგან საქართველოში ყველა ადამიანს სჭირდება სახალხო დამცველი, მიუხედავად მისი ამჟამინდელი პოზიციის თუ უფლებრივი მდგომარეობისა,“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციურ მოვალეობასა და მისი ყოველდღიური საქმიანობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მადლობა გადაუხადეს ნინო ლომჯარიას 5 წლის განმავლობაში გაწეული თავდადებული შრომისთვის და ხაზი გაუსვეს აპარატის თანამშრომელთა მაღალ კვალიფიკაციას.

სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში - „ადამიანის უფლებების გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო შესაძლებლობები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, ხუთწლიანი საქმიანობის ანგარიში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლო რეკომენდაციები წარმოადგინა.

ღონისძიების დამსწრეები ასევე, გაეცნენ ვიდეოს, რომელშიც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მოადგილეები ადამიანის უფლებათა მიმართულებებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებზე, ინსტიტუციისადმი საზოგადოების დამოკიდებულებასა და აპარატის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობენ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: saxalxo damcveli, adamianis uflebebi, adamianis uflebebis mimartulebit arsebuli gamowvevebi, evrointegracia, saxalxo damcvelis shefaseba, სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები, ევროინტეგრაცია, სახალხო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში

სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის

ვრცლად

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ვრცლად

ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხევების გამოვლენა UNFPA-ს და სახალხო დამცველის ახალი კვლევა

ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხევების გამოვლენა UNFPA-ს და სახალხო დამცველის ახალი

ვრცლად

პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების

ვრცლად

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp