2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება.
სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოება ელექტრონული ფორმით. ასევე ცვლილებებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაქტილოსკოპირების განხორციელება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით და შესაბამისი მონაცემები აისახება ელექტრონულ არქივში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
