რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, პროგრამაში 100- ზე მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება.
შემოსავლების სამსახურისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 14 მსჯავრდებულის მიმართ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცედურები განახორციელეს. სტატუსი მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით (მაღაზია „რე-მარკეტში“) მიღებული შემოსავალი არ დაბეგრონ და ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით.
ამასთან, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.
შემოსავლების სამსახურში მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი უკვე 66 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
