iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება
იურიდიული სტატია

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება

21-11-2022, 15:52 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 946 ნახვა
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება

იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, ხელსაწყო, მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია შეტევითი სროლის, თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის, აგრეთვე ჭურვი და სხვა სახის ტყვია-წამალი, რომლის გამოყენება შეიძლება საბრძოლო მასალად. საქართველოს იარაღის შესახებ კანონში განსაზღვრულია იარაღის სახეობები: სამხედრო-საბრძოლო; სამსახურებრივ-საშტატო; სანადირო; სასპორტო; ჯილდოდ მიღებული; საკოლექციო.

იარაღის შეძენა შენახვა ტარება

იურდიულ და ფიზიკურ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ მოიპოვონ საკუთრების უფლება, შეიძინონ სანადირო, სასპორტო და საკოლექციო ასევე მოკლელულიანი იარაღი, შეძენა დასაშვებია ნებართვის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციაში გაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10 დღის განმავლობაში.

იარაღის შეძენა აკრძალულია 18 წლამდე მიუღწეველი მოზარდისთვის; არაქმედუნარიანის; ნარკომანის; ალკოჰოლიკის; ან ნასამართლევი პირის მიერ თუ მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა; არ შეუძლია შეძენა იმ პირს ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან შსს-ს მიერ გახსნილია სამეთვალყურეო-პროფილაქტიკური საქმე ოჯახურ, მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე, იურიდიულ პირს იარაღის შეძენის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება რომელსაც მიერთებულია საქართველო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №164 ბრძანების თანახმად პირს შეუძლია გადაიტანოს იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილამდე, იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ასევე პირს რომელსაც აქვს ბ კატეგორიის (სანადირო; სპორტული; თავდაცვის; ფიზიკურ პირზე) იარაღი რეგისტრირებული, მას უფლება აქვს გარდა ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მის მიერ შესაბამისი კანონის წესების დაცვა. საქართველოს პრეზიდენტის №750 ბრძანების მიხედვით იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვის მქონე პირები, ვალდებული არიან სამ წელიწადში ერთხელ გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და წარადგინონ იარაღი ტექნიკური და საექსპერტო დათვალიერების მიზნით. საცხოვრებელ ადგილას იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი გასროლა და მასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.

აქვე უნდა იცოდეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, დამზადება, გასაღება, გადაგზავნა დასჯადია და შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმა, შინა პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა. ასევე დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა და ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც არის განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ნარკოტიკების მოხმარებისთვის; ვის მიმართაც გამოყენებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. იარაღისა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან იარაღის შეძენისას წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ განცხადება; შეძენის ყუა; პირადობის მოწმობა; საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; იარაღის შეძენის ნებართვაზე განსაზღვრული მოსაკრებლის (რომელიც თავდაცვის სახლის მოკლელულიან ან სპორტული ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეადგენს 8, ხოლო თავდაცვის სახის, მაგალითად გაზის, სანადირო სპორტული სახის გრძელულულიან და სპორტულ მოკლელულიან იარაღზე 6 ლარს) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; და ბოლოს მომსახურების დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - რეგისტრაციის საფასური არის 20 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის - 15, ხოლო დროებითი მოწმობის თანხა შეადგენს 10 ლარს. ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში. იმისთვის რომ გაიადვილოთ ლიცენზიის მიღება შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ განცხადების შედგენასა და დოკუმენტების შეგროვებაში.

რა სახის გამოცდები არსებობს იარაღის რეგისტრაციის მსურველთათვის?

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ტარდება სამი ტიპის გამოცდა: თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: cecxlsasroli iaragi, iaragis shedzena, iaragis shenaxva, iaragis tareba, iaragis registracia, iaragis registraciistvis gamocdebi, ცეცხლსასროლი იარაღი, იარაღის შეძენა, იარაღის შენახვა, იარაღის ტარება, იარაღის რეგისტრაცია, იარაღის რეგისტრაციისთვის გამოცდები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვრცლად

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

ვრცლად

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

ვრცლად

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

ვრცლად

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღდეგ დავა დაიწყო

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღდეგ დავა დაიწყო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp