iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?
იურიდიული სტატია

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

24-06-2021, 14:53 სიახლე / კორპორატიული იურისტი / ადვოკატი 871 ნახვა
შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

იურიდიული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, 2006 წლიდან უკვე წარმოადგენს ჩადენილი დანაშულის გამო დასჯის სუბიექტს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება სსკ-ით გათვალისწინებული იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია მისი სახელით პასუხისმგებელი პირის მიერ; პასუხისმგებელ პირად ითვლება ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ადამიანი. იურიდიული პირისთვის გათვალისწინებულ, სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მიეკუთვნება: საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ლიკვიდაცია; ჯარიმა; ქონების ჩამორთმევა.

იურიდიული პირის სასჯელის სახეები

ლიკვიდაცია - გამოიყენება თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოადგენდა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს, სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს, რომელიც იურიდიული პირის ლიკვიდაციას უზრუნველყოფს. გამონაკლისია კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, რომელთა ლიკვიდაციასაც ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგი სახეა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რომელიც გულისხმობს იურიდიული პირისთვის საქმიანობის ჩამორთმევას უვადოდ, ათ წლამდე ვადით ან საქმიანობის ერთი რომელიმე სახის აკრძალვას. გამოიყენება იმ საქმიანობაზე, რომლის განხორციელებისას, ან მასთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი. ხოლო ქონების ჩამორთმევაში იგულისხმება დანაშულის საგნის ან იარაღის, მის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან ამ გზით მოპოვებული ქონების (ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავალი) სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში შედის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებელია სხვა იურიდიული პირების მსგავსად.

როგორ მივიღოთ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა!

იმისთვის რომ ავიღოთ აღნიშნული ცნობა უნდა მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ს მომსახურების სააგენტოს და წარვადგინოთ დაინტერესებული პირის განცხადება; დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობა; მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ მომსახურების გაწევა ხდება სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მესამე პირის მოთხოვნით, მან უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი,წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი ან სხვა პირი; კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ხუთ სამუშაო დღეში ცნობის ღირებულება გახლავთ 20 ლარი, სამ სამუშაო დღეში - 35, ხოლო ერთ სამუშაო დღეში კი 45 ლარი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Lawyer, Lawyer in Italy, Georgian Lawyer, ადვოკატი599505578, საგადასახადო დავები 599505578, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგენა, natia nakashidze, natia, nakashidze, lawyer 599505578, lawyer in Geo
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

ვრცლად

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

ვრცლად

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp