iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
იურიდიული სტატია

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

24-08-2021, 20:09 სიახლე / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 974 ნახვა
პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball).

ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი.

კერძოდ:

  • რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
  • მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება;
  • პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი;
  • პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში;
  • ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

კერძოდ:

  • პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
  • პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • დასახლებულ ადგილას პნევმატური იარაღიდან სროლა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით;
  • ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით.

ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატური იარაღის კონფისკაცია - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 599505578, Young Lawyers, International Lawyers, Trusted Lawyer, Law Office, Law Firm, Lawyer, Lawyer in Italy, Georgian Lawyer, ადვოკატი599505578, საგადასახადო დავები 599505578, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვრცლად

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე

ვრცლად

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp