ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ხელშეკრულებები / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში
ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.
1 შეკითხვა: მშენებარე ბინის შეძენა მსურს. ამჟამად მხოლოდ საძირკველია დასრულებული, მშენებლობა საწყის ეტაპზეა. მაქვს თუ არა უფლება, საჯარო რეესტრში მომავალ მესაკუთრედ დავრეგისტრირდე?
პასუხი: საჯარო რეესტრში მომავალი მესაკუთრის სტატუსის რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა შენობის მშენებლობის დასრულება და შესაბამისი განშლის დოკუმენტაციის არსებობა, რაც დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის მიერ.
2 შეკითხვა გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, რომელთანაც ქორწინება რეგისტრირებული არ გვქონდა. გვყავს საერთო არასრულწლოვანი შვილი. არის თუ არა სამართლებრივი საშუალება, რომ მეუღლის სტატუსი სამართლებრივად დავამტკიცო, რადგან უცხოეთში მის მიერ გამომუშავებული ხელფასი ჩემი შვილის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია?
პასუხი: არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში, მეუღლის სტატუსი სამემკვიდრეო საკითხში არ გაქვთ, თუმცა თქვენი საერთო შვილი პირველი რიგის მემკვიდრეა. მან შეიძლება მიმართოს ნოტარიუსს მემკვიდრეობის მისაღებად, მათ შორის უცხოეთში დარჩენილი ხელფასის მოთხოვნის უფლებით.
3 შეკითხვა ახალაშენებულ და ჯერ ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსში მსურს ბინის განშლის დოკუმენტის მომზადება. ამის გაკეთება დამოუკიდებლად შემიძლია?
პასუხი: ბინის განშლა ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ უნდა მოამზადოს სამშენებლო კომპანიამ და წარადგინოს საჯარო რეესტრში.
4 შეკთხვა პირველ შვილს ცალკე ბინა ვუყიდე, მეორე ქორწინებაში ვარ და ანდერძით მინდა მეორე შვილს დავუტოვო ბინა, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შესაძლოა თუ არა მომავალში შვილებს შორის დავა?
პასუხი: ანდერძით ქონების დატოვების შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ თავიანთი კანონიერი სავალდებულო წილი მემკვიდრეობიდან, რაც შესაძლოა, სამომავლოდ დავის საგანი გახდეს.
5 შეკითხვა ქორწინებამდე შევიძინე მშენებარე ბინა, რომლის საფასურის ნაწილი გადავიხადე ქორწინების პერიოდში, ასევე გავარემონტე. განქორწინების შემდეგ, შეიძლება თუ არა, ეს ბინა ჩაითვალოს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებად?
პასუხი: რადგან ბინის ძირითადი ნაწილი ქორწინებამდეა შეძენილი, საკუთრების უფლება მხოლოდ თქვენია, თუმცა ქორწინების პერიოდში გადახდილმა თანხამ და რემონტმა შეიძლება თქვენს ყოფილ მეუღლეს გაუჩინოს უფლება მოითხოვოს ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება.
6 შეკითხვა მაჩუქეს ბინა, რომლის მიღებიდან ორი წელი ჯერ არ გასულა და ახლა მინდა მისი გაყიდვა. მომიწევს თუ არა გადასახადის გადახდა?
პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ ბინას საჩუქრის მიღებიდან 2 წლის ვადაში გაყიდით და გაყიდვის ფასი საჯარო რეესტრში მითითებულ საჩუქრის ღირებულებას გადააჭარბებს, მოგების 5%-იანი გადასახადი დაგეკისრებათ. 2 წლის შემდეგ გაყიდვისას გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ არსებობს.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები

598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A