თუ ბინის შეძენას აპირებთ
რა განმასხვავებელი და საერთო აქვთ ნასყიდობის და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებს?
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით თქვენ აღირიცხებით მომავალ მესაკუთრედ, ხოლო ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებით მესაკუთრედ;
ორივე ხელშეკრულება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში;
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას წარმოშობს ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;
მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არაა საკმარისი გახდეთ მომავალი მესაკუთრე;
თუ საჯარო რეესტრში ე.წ. „ფართების განშლა“ არ არის დარეგისტრირებული, ეს არ აბრკოლებს მიწის ამონაწერში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდეს მყიდველის მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაცია.
ასევე ,სანამ მშენებარე კორპუსში ბინას შეიძენთ,სასარგებლოა გაითვალისწინოთ ,თუ :
რა ტიპის ხელშეკრულებას გიფორმებთ;
გარეგისტრირებთ თუ არა საჯარო რეესტრში მომავალ მესაკუთრედ;
ვინ იხდის კომუნიკაციების დაერთების საფასურს;
მშენებლობის დათქმულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება მშენებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
