iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?
იურიდიული სტატია

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

24-07-2020, 15:35 ოჯახური დავები / განქორწინების მედიაცია / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის 2 196 ნახვა
აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურში.
კანონი ქორწინებას აუცილებლად უკავშირებს მისი რეგისტრაციის ფაქტს. არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, არც ჯვვარდაწერილ და არც სხვა რაიმე რელიგიური წესით დაკავშირებულ წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ ის სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, რაც განსაზღვრულია კანონით.

სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მეუღლეებს შორის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში.ქონების რა ნაწილი ექვემდებარება გაყოფას განქორწინების დროს?
ქონება, რომელიც მეუღლეებმა თანაცხოვრებისას შეიძინეს, თანაბრად იყოფა. გამონაკლისს წარმოადგენს ის ქონება, რომელიც დაქორწინებამდე ეკუთვნოდა ამა თუ იმ მეუღლეს და ქონება, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით. ასევე ქონების გაყოფის წესი არ ვრცელდება პროფესიული საჭიროებისთვის შეძენილ ნივთებზე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ქონება თანაცხოვრების დროს იყოს შეძენილი.

რა მიიჩნევა საერთო ფინანსებად? (ერთობლივ სახსრებად) ?
ფული, რომლითაც თანაცხოვრების დროს შეიძინეს ქონება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლე საერთოდ არ მუშაობდა და მას სტაბილური შემოსავალი ამ პერიოდში არ ჰქონია. განქორწინების დროს მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს ამ ქონების თანაბრად გაყოფა.


კანონი განასხვავებს მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას. ინდივიდუალურია თითოეული მეუღლის ის საკუთრება, რომელიც მას დაქორწინებამდე ეკუთვნოდა. ასევე ის, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მეკვიდრეობით ან ჩუქებით. მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ყველაფერი ის, რაც მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუნდაც მხოლოდ ერთი მეუღლის შემოსავლით შეძენილი ქონება, საერთო საკუთრებად ითვლება.

საერთო საკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია. ამ წესიდან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი, შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;
ბ) ის შრომის უუნაროა, ანდა:
გ) თუ მეორე მეუღლე, ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა.




დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ კონსულტაციაზე საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურების, ვადების, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, განქორწინებული, დაშორება, გაყრა, დაშორდა, ოჯახის დანგრევა, ganqorwineba, gankorwinebuli, gashoreba, gashorebuli, ojaxi, dangrseparation, d, განქორწინებ, ganqorwineb, gankorwineba, gankorwineb, განკორწინება, განქქოწრინება, გაეყარა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქორწინების ბათილობის მომენტი

ქორწინების ბათილობის მომენტი

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად

განქორწინება დისტანციურად

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp