iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენისას
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენისას

6-12-2022, 18:18 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ქონებრივი დავები 426 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენისას

1.საცხოვრებელი ბინის ყიდვა დაკავშირებულია მრავალ რისკთან: შესაძლებელია, რომ შენობა იყოს არამდგრადი, გამყიდველის საკუთრების უფლება იყოს ხარვეზიანი, შენობა არ იყოს ექსპლუატაციაში მიღებული და ა.შ.

2.უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე რეკომენდირებულია შემდეგი ზომების მიღება:

ა) შემოწმდეს შენობის საძირკვლის და კედლების მდგრადობა დამოუკიდებელი ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ;

ბ) აიზომოს ბინის შიდა ფართი, რათა ზუსტად დადგინდეს ბინის ფართის ოდენობა;

გ) შემოწმდეს ბინის არსებული ფართის შესაბამისობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ შენობის განშლასთან და ადგილობრივი მერიის არქიტექტურის სამსახურში დამტკიცებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისი სართულებრივ გეგმასთან;

დ) შემოწმდეს, ხომ არ არის გამყიდველი რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ან მის მიმართ ხომ არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება;

ე) შემოწმდეს, არის თუ არა უძრავი ნივთი დატვირთული იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით;

ვ) შემოწმდეს, არის თუ არა შენობა მიღებული ექსპლუატაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ;

ზ) შემოწმდეს, არის თუ არა ბინა მიერთებული კომუნალურ ქსელებზე (ელექტროენერგია, წყალი, წყალარინება (კანალიზაცია), ბუნებრივი გაზი, მინიჭებული აქვს თუ არა აბონენტის ნომრები;

თ) შემოწმდეს, ხომ არ ირიცხება ბინაზე სააბონენტო დავალიანება კომუნალურ მომსახურების კომპანიების მიმართ;

ი) შემოწმდეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ბინა იყოს ცარიელ მდგომარეობაში და მასში არ ცხოვრობდნენ გარეშე (მესამე) პირები, გამყიდველის ჩათვლით;

კ) ნასყიდობის თანხა გადახდილი იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მყიდველი დარეგისტრირდება უძრავი ქონების მესაკუთრედ ან მომავალ მესაკუთრედ;

ლ) შემოწმდეს, ხომ არ იგეგმება ახალი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა თქვენს მიერ შესაძენი ბინის მომიჯნავედ (გარე ფანჯრების სიახლოვეს);

მ) თუ ბინა დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარისგან მოპოვებული იქნას წერილობითი თანხმობა იპოთეკის გაუქმების პირობებზე;

ნ) თუ ბინა გაქირავებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაწყდეს ქირავნობის ხელშეკრულების შემდგომი ბედი.

ო) ადგილობრივ სასამართლოში უნდა გადამოწმდეს, უძრავი ნივთის მიმართ ხომ მიმდინარეობს რაიმე სამოქალაქო დავა;

პ) ადგილობრივ სასამართლოში და ადგილობრივ მერიაში უნდა გადამოწმდეს, უძრავი ნივთის მიმართ ხომ მიმდინარეობს რაიმე სამშენებლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა (ჯარიმის ოდენობა შესაძლებელია მერყეობდეს 4000-დან 50000 ლარამდე);

რ) უნდა განახლდეს უძრავი ნივთის ერთიანი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ასევე – სამეწარმეო რეესტრიდან, თუ გამყიდველი – იურიდიული პირია.

ს) განახლებულ ამონაწერებში გადამოწმდეს, გამყიდველის მიმართ ხომ არ არის რეგისტრირებული რაიმე შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ა.შ.);

ს) მოიპოვეთ და გაეცანით უძრავ ნივთთან (შენობასთან) დაკავშირებით ადგილობრივ მერიაში გამოცემულ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციას, რათა დადგინდეს, ხომ არ არის შენობის ან მიწის ნაკვეთის მიმართ დადგენილი რაიმე სახის შეზღუდვები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: binis yidva, nasyidobis xelshekruleba, myidveli, gamyidveli, xelshekrulebis mxareebi, sacxovrebeli bina, ბინის ყიდვა, ნასყიდობის ხელშეკრულება, მყიდველი, გამყიდველი, ხელშეკრულების მხარეები, საცხოვრებელი ბინა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია / საკუთრების იურისტი

უძრავი ქონების რეგისტრაცია / საკუთრების იურისტი

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას

ვრცლად

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp