iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » იურისტის რჩევები სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე
იურიდიული სტატია

იურისტის რჩევები სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

2-05-2023, 11:27 ადვოკატი / ადვოკატი / სტატიები / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ოჯახური დავები / სახელშეკრულებო სამართალი / საგადასახადო დავები 350 ნახვა
იურისტის რჩევები სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

სამოქალაქო სამართლის დარგი აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიცაა საოჯახო, ქონებრივი, საბანკო,სახელშეკრულებო ურთიერთობები.ამ თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს საადვოკატო ბიურო ''ნაკაშიძე და პარტნიორების'' დირექტორი,იურისტი ნათია ნაკაშიძე.

შეკითხვა-მსურს ახალი სესხის აღება,მაგრმა მაქვს ვადაგადაცილებული სესხი 3 წელზე მეტია. რა შეიძლება გავაკეთო,რომ ხანდაზმულ სესხებში გადაიტანონ?

პასუხი- სესხი ხანდაზმულად რომ ჩაითვალოს, ამისათვის სასამართლოს აღიარებაა საჭირო. მაგრამ ეს ინფორმაცია რჩება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის გასვლის შემდეგაც შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა.

შეკითხვა- თუ მამისგან მივიღე ბინა ჩუქებით და გავაფორმე საჯარო რეესტრში,შეუძლიათ თუ არა ჩემს დედმამიშვილებს წილის მოთხოვნა?

პასუხი- უძრავ ნივთზე საკუთრების­ უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან. ამასთან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მასზე წილის მოთხოვნა დედმამიშვილს ან მჩუქებლის სხვა მემკვიდრეებს არ შეუძლიათ.

შეკითხვა-არის ასეთი სუტუაცია,ერთ სახლში ორი ძმა ცხოვორბს ოჯახებით. ერთ-ერთს ჩუქებით აქვს დედისგან ეს სახლი მიღებული და სურს მისი გაყიდვა.თუმცა მეორე ძმა უარზეა .შეუძლია მას მოითხოვოს რაიმე წილის მიღება ან გაასაჩივოს ბინის გაყიდვა?

პასუხი-უნდა გაითვალისწინოთ,რომ სიცოცხლის პერიოდში მესაკუთრეს უფლება აქვს შეუზღუდავად განკარგოს თავისი ქონება, მათ შორის გაასხვისოს ან გააჩუქოს. შესაბამისად შვილს, რომელიც წინააღმდეგია ბინის გასხვისების და არა აქვს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არა აქვს იურიდიული საშუალება წინ აღუდგეს მსგავს გადაწყვეტილებას. მაგრამ კანონის თანახმად პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს, ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. ასევე, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის­ ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების­ რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება­ დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.უმჯობესია პირადი კონსულტაციის გავლა ადვოკატთან.

შეკითხვა-რა შეუძლია მოიმოქმედოს საზღვარგარეთ მყოფმა დედამ,რომელსაც სურს არასრულწლოვანი შვილის წაყვანა თავისთან ,მეუღლე კი თანხმობას არ იძლევა?

პასუხი-16 წლამდე არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში აუცილებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ხოლო 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ არასრულწლოვანი არის 16 წლამდე, პირს შეუძლია მიმართოს სასა­მართლოს და მოითხოვოს მეორე მშობლის უფლების შეზღუდვა დასახელებულ ნაწილში.

შეკითხვა- მშენებარე ბინის შეძენას ვაპირებ, ყოველთვიურად სოლიდარული თანხის გადახდით, რა უნდა გავითვალისწინო ასეთ დროს?

პასუხი-ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ რა უფლება წარმოგეშობათ თანხის გადახდის შემდეგ, რეგისტრირდება თუ არა თქვენი უფლება საჯარო რეესტრში და ა.შ. ხელშეკრულების წინასწარ განხილვით იურისტთან, თავიდან აიცილებთ მომავალ რისკებს.

შეკითხვა-გასულ წელს ნაყიდ ბინას წელს ვყიდი უფრო ძვირად.მომიწევს თუ არა გადასახადის გადახდა?

პასუხი- დაგეკისრებათ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება.საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება­ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის), მასზე­ დამაგრებული მიწის რეალიზაციით მიღებული ნამეტი, თქვენს შემთხვევაში კი გასული არ არის 2 წელზე მეტი და ამიტომ თქვენი შემოსავალი­ დაიბეგრება.

გადასახადი კი შეადგენს ახალი­ ფასისა და ძველი ფასის სხვაობის 5%-ს. გადასახადი პირს არ დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებას გაყიდის იმავე ფასად ან უფრო ნაკლებად.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: რჩევები, პასუხები, ადვოკატი, იურისტი, სამოქალაქო, სამართალი, აქტუალური
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკუთრება უძრავ ნივთზე

საკუთრება უძრავ ნივთზე

ვრცლად

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ვრცლად

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების მომზადება

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების

ვრცლად

ჩუქების ხელშეკრულების დადება

ჩუქების ხელშეკრულების დადება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp