უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები
ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / სახელშეკრულებო სამართალი
საქართველოში უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები
უძრავი ქონების გაქირავება საქართველოში ხშირად დაკავშირებულია რისკებთან, რომელიც გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით და არასაკმარისი სამართლებრივი მექანიზმებით. საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორების“ ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, განმარტავს არსებულ პრობლემებს და აძლევს რჩევებს მეპატრონეებს, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები.
როგორც ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, ხშირია შემთხვევები, როცა გამქირავებლები თავს სამართლებრივად დაუცველად გრძნობენ. "პრობლემა იქმნება, როდესაც დამქირავებელი წყვეტს ქირის გადახდას ან უარს ამბობს ქონების დატოვებაზე. პოლიცია ასეთ შემთხვევაში უძლურია, რადგან საქმე სამოქალაქო დავად ითვლება, რის გამოც მეპატრონეს მხოლოდ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა რჩება," - განმარტავს ნაკაშიძე.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ მეპატრონის დაცვის მთავარი იარაღი სწორად შედგენილი ხელშეკრულებაა. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული პირგასამტეხლო, დარღვევის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა და ზიანის ანაზღაურების პირობები. „აუცილებელია ასევე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ქონება, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალით,“ - აღნიშნავს ის.
ნაკაშიძე ასევე რეკომენდაციას უწევს დეპოზიტის პრაქტიკას, როცა დამქირავებელი წინასწარ იხდის გარკვეულ თანხას, რომელიც ზიანის შემთხვევაში გამოიყენება. ეს მნიშვნელოვანი გარანტიაა, რათა მეპატრონემ გარკვეული კომპენსაცია მაინც მიიღოს დაზიანებული ქონების შემთხვევაში.
ამასთანავე, ადვოკატი ამახვილებს ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
-
ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების დეტალური განსაზღვრა.
-
კომუნალური გადასახადების გადახდის პირობების მითითება.
-
მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის საკითხის წინასწარი შეთანხმება.
-
სასამართლო პროცესის ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის ჰონორარი) დამქირავებლისთვის დაკისრების შესაძლებლობა, თუმცა, რეალური ამოღების სირთულეები.
ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლოს გზით საქმის წარმოება ხშირად დროში იწელება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ქონების წინასწარი დაზღვევა და დეტალური ხელშეკრულებების შედგენა ერთადერთი გამოსავალია იმ რისკების მინიმიზაციისთვის, რომლებიც საქართველოში უძრავი ქონების გაქირავებას ახლავს თან.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები

598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A