iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას
იურიდიული სტატია

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

21-12-2022, 15:21 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 250 ნახვა
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გირჩევთ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას.

-ყველაზე დიდი სირთულე რა არის დაზღვეულთათვის?

-პირველ ყოვლისა, ბუნდოვანი და გაურკვეველი ხელშეკრულებები. სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები ხშირად იმდენად რთული ტერმინოლოგიით არის შედგენილი, რომ კომპანია თუ მოინდომებს, ყოველთვის თავს დაიძვრენს და უარს იტყვის თანხის ანაზღაურებაზე. მათი კლიენტების უმრავლესობა ხელშეკრულებას არც კითხულობს და რომც წაიკითხოს, ისინი იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერც გაიგებს. თანაც, ხელშეკრულებებში ისეთი პუნქტებია ჩადებული, რომელიც ორმაგად იკითხება და საშუალებას აძლევს სადაზღვევო კომპანიას თანხა არ აანაზღაუროს. სერიოზული პრობლემა ისიც, როცა სადაზღვევო კომპანიები დროულად არ ურიცხავენ თანხას სამედიცინო დაწესებულებებს, რის გამოც სამედიცინო პერსონალი ხელფასს დროულად ვერ იღებს.

-სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში რა დარღვევები შეიმჩნევა?

– სესხის გამოტანისას, ბანკები მსესხებელს ავტომატურად აზღვევენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ თანხა აანაზღაუროს. სინამდვილეში, თუ მსესხებელი დაიღუპება, ბანკი მის თავდებში მყოფ პირს ავალდებულებს, რომ თანხა გადაიხადოს. სადაზღვევო კომპანიები თანხას არ იხდიან თვითმკვლელობის შემთხვევაშიც. იგივე ხდება მაშინ, როცა გარდაცვალება არ არის დაკავშირებული შემთხვევითობასთან და თუ მსესხებელმა იცოდა, რომ რთული მდგომარეობა ჰქონდა და ეს ბანკს არ შეატყობინა. ძალიან ბევრ დარღვევას ვაწყდებით ავტომობილების დაზღვევაშიც. მაგალითად: როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, თუ საჭესთან ზის მძღოლი, რომელსაც ეს მანქანა არ ეკუთვნის, ან მართვის მოწმობა არა აქვს, მაშინ სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს გადაიხადოს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა.

– უძრავი ქონების დაზღვევის დროსაც ხდება მსგავსი ფაქტები?

– რასაკვირველია. მესაკუთრემ უნდა წარადგინოს, რა მიზეზით განადგურდა, ან დაზიანდა უძრავი ქონება და თუ ასეთი მიზეზი ვერ დადგინდება, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება თანხის ანაზღაურებისგან. ყოფილა შემთხვევა, როცა ხანძრის მოწყობას და სახლის დაწვას ოჯახის წევრებს აბრალებდნენ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sadazgvevo kompania, sadazgvevo xelshekruleba, sadazgvevo samartali, mzgveveli, damzgvevi, სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო ხელშეკრულება, სადაზღვევო სამართალი, მზღვეველი, დამზღვევი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სადაზღვევო სამართალი

სადაზღვევო სამართალი

ვრცლად

რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

ვრცლად

ჯანდაცვის სამართალი

ჯანდაცვის სამართალი

ვრცლად

გადახდის უუნარობის საქმის წარმოება

გადახდის უუნარობის საქმის წარმოება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp