Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ადვოკატის მომსახურება სახლის დაგირავებისას, სახლის გაქირავებისას, სახლის საამშენებლო კომპანიისაგან ყიდვისას, სახლის აუქციონზე ყიდვისას, ავტომობილის გაქირავებისას

ადვოკატის მომსახურება სახლის დაგირავებისას, სახლის გაქირავებისას, სახლის საამშენებლო კომპანიისაგან ყიდვისას, სახლის აუქციონზე ყიდვისას, ავტომობილის გაქირავებისას


📌 მოქალაქეები ხშირად იძენენ ფართს მშენებარე კორპუსში, რომლის მშენებლობაც ხელშეკრულების დადებისას დაწყებულიც კი არ არის. მსგავსი ხელშეკრულების დადება შემძენისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებთანაა დაკავშირებული, რამდენადაც შეიძლება მოხდეს ისეც, რომ თქვენ ბინის გარეშე დარჩეთ. მიზანშეწონილია ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები უმეტესად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას უწოდებენ დაარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშენებლობის პროცესში სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება, რის გამოც ვეღარ ხერხდება მშენებლობის დასრულება, შემძენს კი ბინის საფასური სრულად აქვს გადახდილი. რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრება სამშენებლო კომპანიას. თუმცა ხშირად ასეთ კომპანიებს დიდი დავალიანებები აქვთ საგადასახადო სამსახურის მიმართ. როდესაც კომპანია საგადახადო ორგანოს დავალიანებებს დაფარავს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაეკისროს ფიზიკური პირების კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება. კომპანიის ქონება კი საგადასახადო დავალიანების და თითოეული კლიენტის მიერ გადახდილი საფასურის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდეს. 

📌 საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც დამქირავებელი ბინის პატრონს ქირას არ უხდის და ეს უკანასკნელი დაზარალებული რჩება. რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ქონების მეპატრონემ და დამქირავებელმა? 

ქირავნობის ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმდეს. ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს, რა ვადით ქირავდება ბინა, ქირის გადახდის წესი, დრო და თარიღი, აგრეთვე - ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. თუ მდგმური 3 თვის განმავლობაში ქირას არ გადაიხდის, ხელშეკრულებაში ჩადებულ პირობებს სისტემატურად არღვევს და ზიანს აყენებს გამქირავებელს, მაშინ ამ უკანასკნელს სრული უფლება აქვს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. იგივე უფლება აქვს ბინის მფლობელს, თუ მდგმურმა შეურაცხყოფა მიაყენა, ან მის წინააღმდეგ ამორალური ქმედება ჩაიდინა.

📌 ბინის აუქციონზე შეძენის დროს აუქციონში მონაწილეობის მსურველმა აუქციონის დაწყებამდე სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთი მეათედი, კონკრეტული აუქციონის მითითებით ან წარმოადგინოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საჯარო აუქციონის მონაწილეებს, გარდა ქონების შემძენისა, აუქციონის დასრულებისთანავე უკან დაუბრუნდებათ ბიუროს ანგარიშზე შემოტანილი თანხა ან საბანკო გარანტია.ქონების შემძენმა შემოთავაზებული თანხა სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შვიდი დღის ვადაში სრულად უნდა შეიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკან არ უბრუნდება და, ფაქტობრივად, კარგავს საბანკო გარანტიით ან დეპოზიტზე შეტანილ თანხას. აუქციონის შედეგი ბათილდება და ინიშნება განმეორებითი აუქციონი.

📌 საკუთარი ავტომობილის გაქირავებისას თქვენ დებთ იჯარის ხელშეკრულებას, რომელშიც აფიქსირებთ ავტომობილის ექსპლუატაციის წესებს. სწორად რომ განსაზღვროთ მომსახურების ღირებულება და გადახდის წესები, მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მხარეთა პასუხისმგებლობა და დავების მოგვარების წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და სხვა ასპექტები გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები