iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა ვიცოდეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას

22-05-2023, 14:51 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 454 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას

ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი (ამ შემთხვევაში ჯარიმის ქვითარი) ექვემდებარება გასაჩივრებას. თუ თვლით, რომ პატრულმა უსამართლოდ დაგაჯარიმათ და ავტოსაგზაო შემთხვევაში უდანაშაულო იყავით, შეგიძლიათ მოიძიოთ კვალიფიციური იურისტი, რომელიც გაასაჩივრებს ჯარიმის ქვითარს და უზრუნველყოფს შემდგომ იურიდიულ პროცედურებს.

ვისაც აჯარიმებენ ის იხდის როგორც საკუთარი ავტომობილის ხარჯებს ,ასევე სხვის ხარჯებსაც, ვინც კი მონაწილეობდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ ავარიის მეორე მონაწილეს დაზღვეული ყავს ავტომობილი შეგიძლიათ თხოვოთ, რომ ჯარიმის ქვითარი თავის თავზე გამოაწერინოს პატრულს, რასაც თქვენ დაფარავთ, მისი სადაზღვევო კომპანია კი სრულად აუნაზღაურებს ზიანს.

თუ პატრულმა მაინც თქვენ გაგამტყუნათ და გამოგიწერათ ჯარიმის ქვითარი, გადაუღეთ ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა მონაწილის ავტომობილს სურათები, რათა ზუსტად ჩანდეს რა ადგილები აქვს დაზიანებული. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვაგან გადაყვანის დროს ავტომობილს დამატებითი დაზიანებები უჩნდება. ამ დროს სურათების გარეშე შეიძლება თქვენ მოგიწიოთ დამატებითი დაზიანებების საფასურის გადახდაც.

იმისათვის, რომ ერთმა პირმა მეორე პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი უნდა არსებობდეს შემდეგი ოთხი პირობა:

1) სახეზე უნდა იყოს ზიანი;

2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება;

3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის( ანუ უნდა დადგინდეს, რომ თქვენმა შეჯახებამ გამოიწვია მეორე ავტომობილის დაზიანება და არა ვთქვათ სხვა ფაქტორმა);

4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი (გამონაკლის შემთხვევების გარდა).

ის ვინც ითხოვს ზიანის ანაზღაურებას უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობა/ოდენობა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის ანუ პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ სხვა მანქანა რომ მას დაეჯახა სწორედ ამიტომ დაზიანდა მისი ავტომობილი რაც ძალიან მარტივია.

იმ პირმა, ვინც სხვა პირს დაეჯახა მანქანით უნდა დაამტკიცოს, რომ მის ქმედებაში არ არის ბრალი. ამას კი ვერ შეძლებს თუ ჯარიმას არ გაასაჩივრებს,რადგან ამით უფრო მტკიცდება მისი ბრალეულობა. თუ დაეთანხმა ჯარიმას ე.ი. ის არ უარყოფს ,რომ მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით და მისმა მართლსწინააღმდეგო ქმედებამ „სხვის ავტომობილზე შეჯახებამ“ კანონისგან დადგენილი წესი დაარღვია.

ავტოსაგზაო შემთხვევისას გამოიყენება ე.წ. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ დამნაშავე მძღოლთან ერთად, თუკი იგი არ არის ავტომობილის მესაკუთრე, პასუხს აგებს მესაკუთრეც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ავტოსაგზაო შემთხვევა, ავარია, ჯარიმა, პატრული
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადვოკატის რჩევები ავტო-საგზაო შემთხვევისას

ადვოკატის რჩევები ავტო-საგზაო შემთხვევისას

ვრცლად

ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრება

ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრება

ვრცლად

ავტო დაზღვევა, რჩევები ადვოკატისგან

ავტო დაზღვევა, რჩევები ადვოკატისგან

ვრცლად

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

ვრცლად

მესამე პირის დაზღვევის კანონპროექტი

მესამე პირის დაზღვევის კანონპროექტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp