ავტო დაზღვევა, რჩევები ადვოკატისგან
საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განიხილავს ავტო დაზღვევის სამართლებრივ ბუნებას და გირჩევთ რა უნდა გაითვალისწინოთ დაზღვევის მომენტში.
დღეს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში გაზრდილია ავტომობილის დაზღვევის კულტურა.
სხვა საკითხია ის, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სადაზღვევო კომპანია, მაგრამ ვიმსჯელოთ იმ დაშვებით, რომ ავტომობილს ვაზღვევთ საუკეთესო სადაზღვევო დაწესებულებაში.
დაზღვევის პაკეტი მრავალნაირი არსებობს:
- ავტო დაზღვევა– ფარავს შენი ავტომობილისათვის მიყენებულ ზიანს, იქნება ეს ავტოსაგზაო შემთხვევის, თუ სხვა- მაგალითად გზაზე ზღარბის გადარბენის გამო მანქანისთვის მიყენებული ზიანი; დაზღვევის პირობებს გაეცანით დეტალურად, არ ენდოთ შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაციის გაყიდვების თანამშრომლის მიერ ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციით მოწოდებულ ინფორმაციას, რადგან, ხშირ შემთხვევაში ისინიც კი არ არიან ინფორმირებულები პროდუქტზე, რასაც ყიდიან. დააკვირდით შემთხვევებს, რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზიანი;
- პასუხისმგებლობის დაზღვევა- სხვანაირად მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ესაა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაცვის საშუალება. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს იმ პირის ზიანს, ვინც დაზიანდა სადაზღვევო პაკეტის შემძენის მიერ.
- ასევე არსებობს მძღოლისა და მგზავრობის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები;
გაითვალისწინეთ, რომ სადაზღვევო ორგანიზაციებს აქვთ თავისი სამუშაო ალგორითმი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ვიდრე შესაბამის პაკეტს შეიძენთ.
მრავლად გვქონია შემთხვევები, როდესაც აშკარა სადაზღვევო შემთხვევის დროს კომპანიას არაკეთილსინდისიერად უცდია თავი აერიდებინა გადახდისთვის;
როდესაც გამოცდილებას შეიძენთ ამ საკითხში, ზუსტად შემთხვევისთანავე 90 პროცენტიანი სიზუსტით შეგეძლებათ შეიქმნათ მოლოდინი, ამ ხარჯს აანაზღაურებს თუ არა დაზღვევა.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;
სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
