iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ადვოკატის რჩევები ავტო-საგზაო შემთხვევისას
იურიდიული სტატია

ადვოკატის რჩევები ავტო-საგზაო შემთხვევისას

30-12-2022, 11:58 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / წარმატებული საქმეები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 755 ნახვა
ადვოკატის რჩევები ავტო-საგზაო შემთხვევისას

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გირჩევთ როგორ მოიქცეთ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ავტო-საგზაო შემთხვევები ყოველ წლიურად მატულობს, იზრდება დაზარალებულთა რიცხვი, ავარიის დროს ბევრს უჩნდება კითხვა თუ როგორ მოიქცეს ვის მიმართოს, ვის ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თან ახლავს საჯარიმო სანქცია.

სამართალდარღვევის ოქმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ადგენს, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც განაპირობა ავტოსაგზაო შემთხვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევის ოქმით დგინდება თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი. ხოლო ის პირი, ვისაც აჯარიმებს პოლიცია, ითვლება სამართალდამრღვევად და სწორედ ამ პირს წარმოეშობა ჯარიმის გადახდასთან ერთად, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ავარიამდელ მდგომარეობაში მოყვანის პასუხისმგებლობა;

მას შემდეგ, რაც სამართალდარღვევის ოქმი და ზიანის შეფასება იქნება სახეზე, კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რათა თავი ავარიდოთ ვადებში გაწელილ და ხარჯიან სასამართლო პროცესს. აღსრულების ფურცელი შეგვიძლია ავიღოთ პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოქმის საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგაზაო შემთხვევა გასცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს და საკითხი მიეკუთვნება სისხლისსამართლებრივ კატეგორიას, უკვე საკითხი შედარებით რთულდება, ვადებიც განუსაზღვრელად დიდია;

სასამართლოში სარჩელის შეტანა შეგიძლიათ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეტად ხარჯიანი პროცესია, მოგიწევთ იურიდიული მომსახურების ხარჯის, ასევე ბაჟის გადახდა, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი და შეფასება იქნება თქვენი ძირითადი მტკიცებულებები, არსებითია მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მოპასუხის აქტივზე შეზღუდვის გავრცელების გზით, რაც ასევე დაგეხმარებათ მოლაპარაკებების წარმოებაში;

ადვოკატი გირჩევთ, თუ როგორ მოიქცეთ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს

თუ მოხდება ავტო-საგზაო შემთხვევა, გამოჰკითხეთ მხარეები, აქვთ თუ არა ავტო და პასუხისმგებლობის დაზღვევა, თუ აღმოჩნდება, რომ ერთი მხარე სარგებლობს დაზღვევით, ხოლო მეორე არა და ამავდროულად ვჯდებით დაზღვევის ალგორითმში, კერძოდ, გაქვთ კარგი სატარიფო პაკეტი და ზიანი მინიმალურია (1500-2000 ლარის ფარგლებში) შეთანხმდით, რომ ჯარიმა გამოუწერონ მხარეს, რომელსაც დაზღვევა აქვს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის რეალურმა ინიციატორმა პირმა გადაიხადოს ჯარიმა; ამ დროს დაზღვევა ორივე მხარეს აუნაზღაურებს ზიანს, ისე რომ სუბროგაციული მოთხოვნა არ წარმოეშობა.

თუმცაღა, იცოდეთ, რომ ამ ფაქტმა მომავალში შესაძლოა თქვენი სატარიფო პაკეტის ფასის გაზრდა გამოიწვიოს;

ავტოსაგზაო შემთხვევისას აღბეჭდოთ და დააფიქსიროთ ავტომობილის იმწუთიერი მდგომარეობა, ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ადგილიდან გადაყვანისას ზიანდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: avto-sagzao shemtxveva, dazgveva, samartaldargvevis oqmi, damnashave, zianis anazgaurebis motxovna, ავტო-საგზაო შემთხვევა, დაზღვევა, სამართალდარღვევის ოქმი, დამნაშავე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

ვრცლად

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ვრცლად

როგორ მოვიქცეთ პოლიციის მიერ "ჩხრეკის"ჩატარებისას

როგორ მოვიქცეთ პოლიციის მიერ "ჩხრეკის"ჩატარებისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp