iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება
იურიდიული სტატია

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

11-01-2023, 11:33 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 238 ნახვა
ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თუ პირი ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს და იგი თვლის, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი პირს სთავაზობს გასაჩივრების 10 დღიან ვადას. ამ ვადის გაგრძელება მოხდება მხოლოდ საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, საჩივრის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში (შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში) დაჯარიმებული პირის განცხადების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი ითვალისწინებს სამართალდარღვევის ადგილზე განხილვისას პირის დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ორგანოში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. ადგილზე განხილვაში ამავე კოდექსის 2341 მუხლის თანახმად იგულისხმება საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამორკვევა. ადგილზე განხილვისას გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პირს ადგილზევე ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი (აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმა) და გადაეცემა საჯარიმო ქვითარი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად საჩივრის მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას პირს თუ:

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
  • მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით უკვე მიმდინარეობს დავა სასამართლოში;
  • უკვე არსებობს იმ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწვეტილება იმავე საკითხზე;
  • არაუფლებამოსილი პირის მიერაა შეტანილი;
  • გასულია საჩივრის შეტანის ვადა;

ადმინისტრაციული ორგანო საჩივრის მიღებაზე ან მის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჩივრის წარმდგენ პირს აძლევს საშუალებას, წარადგინოს თავისი მოსაზრება ამ საკითხზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: avtosagzao shemtxveva, jarima, jarimis gasachivreba, gasachivrebis vadebi, ავტოსაგზაო შემთხვევა, ჯარიმა, ჯარიმის გასაჩივრება, გასაჩივრების ვადა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი5
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

ვრცლად

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ვრცლად

სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი

ვრცლად

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ვრცლად

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp