iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა იცოდეს მოწმემ
იურიდიული სტატია

რა უნდა იცოდეს მოწმემ

20-04-2023, 11:04 ადვოკატი / სისხლის სამართალი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი 199 ნახვა
რა უნდა იცოდეს მოწმემ

თუ თქვენ გამოძახებული ხართ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად , დაიმახსოვრეთ შემდეგი მითითებები:

არა იკამათოთ დამკითხავ პირთან, უბრალოდ უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს;

ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე;

თუ ვერ გაიგეთ შეკითხვა, თხოვეთ ავტორს მისი გამეორება;

თუ შეკითხვის დასმის შემდეგ ადვოკატი/პროკურორი აყენებს კითხვის განრიდების შესახებ შუამდგომლობას (ე.წ. „პროტესტს“), არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, დაელოდეთ მოსამართლის გადაწყვეტილებას;

არ თქვათ უარი შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ თქვენ უკვე უპასუხეთ ამ შეკითხვას,რადგან ვალდებული ხართ უპასუხოთ ყველა შეკითხვას, რომელიც სასამართლოს მიერ განრიდებული არ არის.

არ გააკეთოთ შეფასებები, უბრალოდ ისაუბრეთ იმ ფაქტებზე, რაც თქვენთვის ცნობილია საქმესთან დაკავშირებით;

მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. მოწმის სტატუსს ის იძენს ფიცის დადების და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ.მოწმე დებს რელიგიურ ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.

მოწმეს უფლება აქვს იცოდეს რა საქმის გამოა გამოძახებული, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, არ მისცეს ჩვენება,რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ, დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს, სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს:

ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა; ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას; დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

ასევე,მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

ადვოკატს,სასულიერო პირს,ბრალდებულის ახლო ნათესავს,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს,სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს,საქართველოს პარლამენტის წევრს(იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს),მოსამართლეს,მედიაციის მონაწილეს,ჟურნალისტს,ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს,საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მოწმე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები

მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები

ვრცლად

მოწმის უფლებები

მოწმის უფლებები

ვრცლად

თუ მოწმედ უნდა გამოცხადდეთ

თუ მოწმედ უნდა გამოცხადდეთ

ვრცლად

რა უფლებები აქვს მოწმეს

რა უფლებები აქვს მოწმეს

ვრცლად

მოწმედ გამოსვლა სასამართლოში

მოწმედ გამოსვლა სასამართლოში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp