iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თუ მოწმედ უნდა გამოცხადდეთ
იურიდიული სტატია

თუ მოწმედ უნდა გამოცხადდეთ

28-02-2023, 14:43 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / სისხლის სამართალი / სახელშეკრულებო სამართალი 237 ნახვა
თუ მოწმედ უნდა გამოცხადდეთ

მოწმედ შეიძლება გამოძახებული იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ცნობები საქმის გარემოებების შესახებ.

მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, კერძოდ მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით.

ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მოწმე ვერ იქნება პირი :

რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;

მედიატორი;

სასულიერი პირები;

წარმომადგენლები სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე.

მოწმის დაკითხვა ხორციელდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მაგრამ მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზეც, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები. მაგალითად, ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს.

მოწმეები ცალ-ცალკე იკითხებიან, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა ერთმანეთზე ჩვენების მიცემისას. ასევე ისინი სხდომის დამთავრებამდე უნდა იმყოფებოდნენ დარბაზში, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მათი განმეორებით დაკითხვა ან სხვა მოწმეებთან დაპირისპირება.

მოწმე აცხადებს ვინაობას,შემდეგ აცნობს სასამართლოს თუ რა იცის კონკრეტული საქმის გარემოებებზე.ბოლოს კი პასუხობს მოსამართლის თუ მხარეთა წარმომადგენლების შეკითხვებს.

პირველად შეკითხვას სვამს ის მხარე, რომელის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე, შემდგომ მოწინააღმდეგე მხარე.შეკითხვების მიცემის რიგითობა არ ვრცელდება მოსამართლზე, მას შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს ნებისმიერ დროს, მათ შორის პირველმა.

მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, – გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოწმის უფლებები

მოწმის უფლებები

ვრცლად

მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები

მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები

ვრცლად

მოწმედ გამოსვლა სასამართლოში

მოწმედ გამოსვლა სასამართლოში

ვრცლად

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp