iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები
იურიდიული სტატია

მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები

18-01-2023, 13:17 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 492 ნახვა
მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლებები

მოწმე­ -არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. მოწმის სტატუსს ის იძენს ფიცის დადების და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ.

უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ გამოცხადდეთ სასამართლოში და უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს, თუ თქვენ, მხარის მიერ წარდგენილ და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში დასახელებული ხართ როგორც მოწმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენ იძულებით მიგიყვანონ სასამართლოში, ხოლო, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ, შესაძლოა დაგეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, გარდა იმ შემთხევებისა, როდესაც თქვენ კანონით ხართ გათავისუფლებული ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან. იმ პირთა წრე, რომლებიც არ არიან ვალდებული მისცენ ჩვენება, ამომწურავადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მოწმემ სასამართლოში დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის ფიცს, ხოლო, თუ მოწმე თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით.

მოწმე ვალდებულია უპასუხოს მხარეთა და ასევე მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს. ასევე მოწმე ვალდებულია არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ, დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს, სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

რაც შეეხება მოწმის უფლებებს, მას უფლება აქვს იცოდეს რა საქმის გამოა გამოძახებული, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, არ მისცეს ჩვენება,რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. მოწმე ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვა, თუ არსებობს ამისათვის კანონით დადგენილი გარემოებები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: mowme, mowmis uflebebi, mowmis valdebulebebi, sisxlis samartali, sasamartlo procesi, chvenebis micema, მოწმე, მოწმის უფლებები, მოწმის ვალდებულებები, სისხლის სამართალი, სასამართლო პროცესი, ჩვენების მიცემა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოწმის უფლებები

მოწმის უფლებები

ვრცლად

მოწმედ გამოსვლა სასამართლოში

მოწმედ გამოსვლა სასამართლოში

ვრცლად

უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

ვრცლად

დაკავებისას, დუმილით სარგებლობის უფლება

დაკავებისას, დუმილით სარგებლობის უფლება

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp