iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქორწინების სამართლებრივი შედეგები და ქონების გაყოფა განქორწინებისას
იურიდიული სტატია

ქორწინების სამართლებრივი შედეგები და ქონების გაყოფა განქორწინებისას

5-04-2023, 15:21 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / განქორწინება / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / iuristi 458 ნახვა
ქორწინების სამართლებრივი შედეგები და ქონების გაყოფა განქორწინებისას

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განმარტავს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც სამართლებრივ გარანტიებს წარმოშობს მხოლოდ სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრაციასას. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს არარეგისტრირებულ ქორწინებას, მათ შორის ჯვრისწერა თავისი მნიშნელობით არ გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციას.

კოდექსი განსაზღვრავს ქორწინებისათვის აუცილებელ პირობებს, რომლის ფარგლებშიც საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. გარდა პირთა საქორწინო ასაკისა, ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა, რამდენადაც დაუშვებელია ოჯახის შექმნის იძულება.

კანონით ქორწინება არ დაიშვება,როდესაც:

1.ერთ-ერთი დაქორწინებულია სხვასთან;

2.ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;

3.პირდაპირ აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის;

4.მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.

რა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი?

ქორწინება წყდება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;

კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით - პირის გარდაცვლილად გამოცხადებაზე პასუხისმგებელია სასამართლო. პირი იმ შემთხვევაში ცხადდება გარდაცვლილად, თუ 5 წელზე მეტია უგზო-უკვლოდ დაკარგულია. ასეთ შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან.

განქოწინების საფუძველზე - არსებობს განქორწინების პროცედურული ორი ასპექტი - იმ შემთხვევაში, თუ განქორწინების თაობაზე თანხმობას აცხადებს ორივე მეუღლე, განქორწინება ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. ხოლო სასამართლო წესით განქორწინება ხორციელდება მაშინ, თუ ერთ-ერთი მეუღლე უარს აცხადებს განქორწინების თაობაზე. თუმცა კანონი მეუღლეს უკრძალავს განქორწინების თაობაზე მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე საქმის აღძვრას, თუ ცოლი ორსულადაა ან ბავში არ არის ერთ წელს მიღწეული.

სასამართლო განქორწინების პროცედურასთან ერთად განიხილავს ისეთ საქმეებს, როგორებიცაა: მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის შესახებ დავა, ურთიერთრჩენის ვალდებულება, შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხი და ალიმენტის განსაზღვრა. არსებული ჩამონათვალიდან მოცემული სტატიის ფარგლებში განვიხილავთ ქონების გაყოფის საკითხს განქორწინების შემთხვევაში.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ქორწინებიდან განქორწინებამდე შეძენილი ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება, თუმცა კანონი ადგენს იმ ქონებათა ჩამონათვალს, რომლებიც მიუხედავად ქორწინების განმავლობაში შეძენისა, წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ესენია:

ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამასთან ერთად ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, თუ ეს ნივთი დაბალი ეკონომიკური ღირებულების მქონეა და არის ინდივიდუალური სარგებლობის, გარდა ძვირფასეულობისა.

ქონების გაყოფა განქორწინებისას

ქორწინების შეწყვეტა იწვევს თანასაკუთრების შეწყვეტას როგორც ქონებრივ, ისე არაქონებრივი უფლება-მოვალეობებზე. მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა კი ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.

სასამართლო თანასაკუთრების გაყოფისას განსაზღვრავს, თუ რომელი ქონება რომელ მეუღლეს მიაკუთვნოს. ქონების ფაქტობრივად გაყიდვის შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს რისკი - ერთ მეუღლეს უფრო დიდი ღირებულების ქონება დარჩეს, ვიდრე მეორეს. ასეთ შემთხვევაში ამ უკანასკნელის მიმართ ხორციელდება წილის კომპენსაცია ფულადი ან სხგვაგვარი სახით. თუმცა ამ პრინციპს სასამართლომ შესაძლოა გადაუხვიოს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით.გადახვევის მიზეზი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეუღლის წილის გაზრდა იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ან/და – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

ვრცლად

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp