ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები
ქორწინების წარმოშობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ანუ სამოქალაქო რეესტრში. თუ ქორწინება არ არის რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში მეუღლთეა უფლება-მოვალეობები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქონებაზე თანასაკუთრება, ქონების გაყოფა და ა.შ, არ წარმოიშობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში არასრულწლოვანის ქორწინება დასაშვებია მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
ქორწინება არ დაიშვება თუ პირი რეგისტრირებულია უკვე ქორწინებაში სხვა პირთან, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება და მხოლოდ შემდეგ არის დასაშვები ახალი ქორწინების რეგისტარცია. ქორწინების შეწყვეტა (განქორწინება) ხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში თუ თანახმაა ორივე მეუღლე, ხოლო თუ ერთ-ერთი წინააღმდეგია, მაშინ განქორწინებისათვის სასამართლოს უნდა მიმართოთ.
რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომელ მეუღლეზე იქნება რეგისტრირებული. განქორწინებისას ასეთი ქონება შუაზე იყოფა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, რის მიხედვითაც მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;
სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
