iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სესხის ხელშეკრულების თავისებურებები
იურიდიული სტატია

სესხის ხელშეკრულების თავისებურებები

22-03-2023, 14:54 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სახელშეკრულებო სამართალი 193 ნახვა
სესხის ხელშეკრულების თავისებურებები

სესხის ხელშეკრულების როლი პრაქტიკულ სამართლებრივ ურთიერთობებში დიდია. ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებთან და ხშირად ამ სფეროში წვრილმანი საკითხის უცოდინრობამ შესაძლოა მხარეები ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს. ამდენად, აუცილებელია სესხის ხელშეკრულების ორივე მხარე, რომლებიც კისრულობენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდეინარე უფლება-მოვალეობებს, აცნობიერებდნენ ხელშეკრულების შინაარსს, რისკებს და იცნობდნენ იმ თავისებურებებსა და სპეციფიკას, როლითაც სესხის ხელშეკრულება ხასიათდება.

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ეს ხელშეკრულება არის ცალმხრივი და რეალური ხასიათის. ცალმხრივია იმდენად რამდენადაც მისი მონაწილეებისაგან მხოლოდ ერთი მხარე კისრულობს განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულებას. ესაა მსესხებლის მიერ სესხად მიღებული ფულის ან გვაროვნული ნივთის უკან დაბრუნება, მეორე მხარეს კი შესაბამისი უფლება გააჩნია მსესხებელისაგან მოითხოვოს ნასესხების უკან დაბრუნება, ამიტომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს.

ფორმის მიხედვით სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირი და ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში – წერილობითიც. როდესაც გამსესხებელს მართლაც აქვს გაცემული სესხი და სასამართლო გზით მის უკან დაბრუნებას ითხოვს, მტკიცებულებებისა და წერილობითი დოკუმენტების არ არსებობი გამო, სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების გამოტანა უჭირს. ამის მიზეზი კი მარტივია – გამსესხებელს პრობლემას უქმნის ვალის გაცემის ზეპირი ფორმა.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. ზეპირი ფორმით გაცემული სესხისას, გამსესხებელი ხშირად ვერ ასაბუთებს სესხის გაცემის ფაქტს, რის გამოც სასამართლოს პრობლემა ექმნება და ხშირად მოთხოვნაზე უარის თქმა უწევს. ანუ, თუკი გამსესხებელი ამბობს, რომ მან მეორე მხარესთან ზეპირი ფორმით გააფორმა სესხის ხელშეკრულება, იგი ვალდებულია ეს ამტკიცოს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი, მხოლოდ მოწმის ჩვენებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

თუმცა ამისგან თავის დაზღვევაც შესაძლებელია,თუკი გამსესხებელი იზრუნებს იმაზე, რომ როდესაც თანხას გასცემს, იქვე წერილობით დაადასტურებინოს თანხის მიღება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულება

ვრცლად

ნასყიდობა თუ სესხის ხელშეკრულება

ნასყიდობა თუ სესხის ხელშეკრულება

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად

ქირავნობა-გრძელვადიანი, ორმხრივ სასყიდლიანი ხელშეკრულება

ქირავნობა-გრძელვადიანი, ორმხრივ სასყიდლიანი ხელშეკრულება

ვრცლად

იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები

იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp