სესხი და იპოთეკა
სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი, ესე იგი კრედიტორი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ანუ მოვალეს ფულს , ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას რომ დააბრუნებს მიღებულს თანხას.
სესხზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, თუმცა ზეპირი შეთანხმების დროს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, სესხის აღების ფაქტი არ დასტურდება.
ერთი და იგივე ნივთზე შესაძლებელია რამოდენიმე იპოთეკის დარეგისტრირება, მაგრამ ანაზღაურება განხორციელდება იპოთეკის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით ანუ ვინც პირველი დაარეგისტრირა იპოთეკა თანხასაც ის მიიღებს პირველი.
იპოთეკით დატვირთული უძარავი ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუმცა ვალდებულება ახალ მესაკუთრეს გადაყვება და მოთხოვნის უფლება არ იკარგება.
თუ დათქმულ დროს სესხის დაბრუნება არ განხორციელდა,აღსრულების ეროვნული ბიურო საქმის წარმოებას იწყებს, ეს კი უძრავი ქონების აუქციონზე გამოტანას და მის რეალიზაციას გამოიწვევს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
