iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები
იურიდიული სტატია

იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები

23-02-2023, 15:32 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / იპოთეკის რეგისტრაცია / სახელშეკრულებო სამართალი 311 ნახვა
იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები

უძრავი თუ მოძრავი ნივთების უზრუნველყოფაში წარმოდგენის შემთხვევაში, შესაბამისად, იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულება ფორმდება. ხელშეკრულების დეტალები სესხის პირობებისა და სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის მიხედვით განსხვავდება.ამგვარ ხელშეკრულებებს სხვადასხვა პუნქტები აქვთ.

ხელშეკრულების მხარეები : ხელშეკრულება მოიცავს ქონების მესაკუთრისა და იმ კრედიტორის მონაცემებს, ვის სასარგებლოდაც დაიტვირთა ქონება იპოთეკით/გირავნობით. შესაბამისად, თუ ქონების მესაკუთრე მესამე პირია, უშუალოდ მსესხებელი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ იქნება.

ხელშეკრულების საგანი : იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებები ყოველთვის განსაზღვრავს თუ რა ვალდებულებას უზრუნველყოფს კონკრეტული ხელშეკრულება. აქვე ფიქსირდება აღნიშნული ხელშეკრულება გენერალურ ხელშეკრულებას უზრუნველყოფს თუ მხოლოდ კონკრეტულ საკრედიტო ხელშეკრულებას. თავდებობის მსგავსად, იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებაც შესაძლოა არა კონკრეტულ სესხზე, არამედ გენერალურ ხელშეკრულებაზე გაფორმდეს. შესაბამისად, იპოთეკის/გირავნობის საგნით ხდება ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შემდგომში გაცემული ყველა სესხის უზრუნველყოფაც.

მხარეთა უფლებები და მოვალეობები : ის თუ რა უფლებები გაგაჩნიათ და რა ვალდებულებებს კისრულობთ ხელშეკრულებით, დეტალურად მოცემულია მის შესაბამის პუნქტებში. ამ პუნქტებში გაეცნობით იპოთეკის/გირავნობის საგნის გასხვისების ან საკუთრების უფლების ცვლილების პირობებს. აქვე მოცემულია იპოთეკის საგნის განკარგვასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და სხვა მსგავსი ინფორმაცია, ზოგჯერ, ასევე, დაზღვევის ან ქონების მოვლასთან დაკავშირებული სხვა სპეციფიკური მოთხოვნებიც.

როდესაც ამა თუ იმ ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხევაში დგება კრედიტორის მხრიდან ვალდებულების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის რისკი. ასე, რომ ყველა შესაძლო რისკის წინასწარ გასააზრებლად და დასაბალანსებლად, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს. უნდა გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულების პირობებზე ხელმოწერით, კრედიტორს ეთანხმებით ყველა იმ პირობაზე, რაც მოცემულია ხელშეკრულებაში. ამიტომ, დეტალურად უნდა წაიკითხოთ ხელშეკრულების ყველა პუნქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროთ მას ხელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების მომზადება

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად

იპოთეკის რეგისტრაცია

იპოთეკის რეგისტრაცია

ვრცლად

იპოთეკის რეგისტრაცია დისტანციურად

იპოთეკის რეგისტრაცია დისტანციურად

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp