Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ნასყიდობა თუ სესხის ხელშეკრულება

ნასყიდობა თუ სესხის ხელშეკრულება



სესხის ხელშეკრულება სამოქალაქო ბრუნვაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელშეკრულებაა.

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

სესხის ხელშეკრულების საგანი არის ფული ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული სხვა ნივთები, რომელთა მახასიათებლები შეიძლება იყოს: ზომა, წონა, მოცულობა და ა.შ. პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ფულის სესხების ურთიერთობები. მსესხებელი არ არის ვალდებული გამსესხებელს დაუბრუნოს კონკრეტული კუპიურები და მონეტები. მან გამსესხებელს უნდა დაუბრუნოს იმავე ოდენობის თანხა, ანუ გასესხებულ თანხაში იგულისხმება მისი ოდენობა და არა განსაზღვრული ფულადი ნიშნები.

სესხის ხელშეკრულების საგანი გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის თანხის საკუთრებაში გადაცემაა. თანხის გადაცემა, როგორც წესი, აქტიურ ქმედებაში გამოიხატება. თანხა მსესხებელს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადაეცემა. თანხის სესხის სახით ხელზე (ნაღდი ანგარიშსწორების წესით) გადაცემისას, თანხის გადამცემმა, ანუ გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს თანხის მსესხებლისათვის გადაცემა, ასევე გადაცემული თანხის მიზნობრიობა, რასაც ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. საკმარისია ასევე გამსესხებლის ეგზემპლარზე მსესხებლის ხელმოწერა, რაც სამყოფ მტკიცებულებად მიიჩნევა. რაც შეეხება უნაღდო ანგარიშსწორებას, გადარიცხვის ქვითარში დანიშნულების ცალმხრივად მითითება, გადარიცხული თანხის სესხად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, საკმარისი საფუძველი არ არის.

როგორც წესი, ქონების იპოთეკით დატვირთვის აუცილებლობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც გსურთ თანხის სესხად აღება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის ჩათვლით) აეკრძალა უძრავი ქონების იპოთეკის უფლებით დატვირთვა ანუ „იპოთეკაში ჩადება“.

გამონაკლისი ამ აკრძალვიდან არის მაშინ, თუ სესხის გამცემი ფიზიკური პირი რეგისტრირებულია სესხის გამცემ სუბიექტად ან უძრავი ქონება გამოიყენება საცხოვრებლად.

 სხვადასხვა ჯგუფები  სარგებლობენ რბილი კანონმდებლობით და საკუთარ თავზე მორგებულ წესებს გთავაზობენ, რითაც თავად სარგებლობენ, ხოლო თქვენ შესაძლოა ცუდ დღეში აღმოჩნდეთ.

 განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლება.

იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, რა არის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლება, უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს თავად ნასყიდობა.

მარტივად რომ გადმოვცეთ, ნასყიდობა ქონების შეძენის პროცესია, რაც სრულდება ამ ქონების გადმოცემით. ბინის ან სახლის შემთხვევაში, ქონების ფიზიკურად გადმოცემასთან ერთად სავალდებულოა მისი გაფორმება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება შეიძლება მაშინ იყოს სახეზე, როდესაც მყიდველის და გამყიდველის შეთანხმებით ამ უკანასკნელს რჩება უფლება დროის გარკვეულ პერიოდში გამოისყიდოს ანუ უკან დაიბრუნოს ქონება. როგორც წესი, გამოსყიდვის უფლებაში იფარება სესხის ხელშეკრულება.

როდესაც თქვენ აფორმებთ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებას, მაგალითად 3 ან 6 თვის ვადით, და ყოველთვიურად ხელზე აძლევთ თანხას კერძო მევახშეს, თქვენ ხელიდან უშვებთ შანსს, რომ კერძო იპოთეკარს დაუმტკიცოთ, რომ მასთან გააფორმეთ სესხის ხელშეკრულება და არა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით;

თუ თქვენ ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში არ/ვერ გამოისყიდით ქონებას, მყიდველი (ანუ თანხის გამსესხებელი) გახდება ამ ქონების მესაკუთრე და უფლება აქვს გამოგასახლოთ სახლიდან.

გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ აფორმებთ ნამდვილ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებას, თქვენ არავინ მოგთხოვთ ყოველთვიურად პროცენტის გადახდას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ყოველთვიურად პროცენტის გადახდას გთხოვენ, თქვენ გაფორმებული გაქვთ სესხის ხელშეკრულება.

თუ თქვენ იხდით პროცენტს, თქვენი ვალდებულებაა პროცენტის გადახდა ხელწერილით, საბანკო გადარიცხვით ან მსგავსი წერილობითი დოკუმენტით დაადასტუროთ. ხელზე გადახდილ თანხებს ვერასდროს დაამტკიცებთ!

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები