iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების შეწყვეტა
იურიდიული სტატია

ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების შეწყვეტა

22-02-2023, 12:45 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 638 ნახვა
ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების შეწყვეტა

ხელშეკრულებიდან გასვლა და უარი ხელშეკრულებაზე, როგორც წესი, ერთსა და იმავე სამართლებრივ შედეგებს იწვევს. მხარეები ახდენენ ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობის აღდგენას, ანუ ორივე მხარე თავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან და ეკისრებათ ორმხივი რესტიტუცია: ვალდებულნი არიან ერთმანეთს დაუბრინონ უკვე განხორციელებული შესრულება. მხარეები ფიზიკურად უბრუნებენ ერთმანეთს იმას, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. როგორც წესი, ნატურით დაბრუნების ინსტიტუტი ყველაზე მეტად გავრცელებულია, მაშინ, როცა ხელშეკრულების საფუძველზე ხდება ნივთების გადაცემა შემძენზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მეორე ნაწილში გაწერილია ის შემთხვევები, როდესაც ნატურით დაბრუნება შეუძლებელი იქნება. აღნიშნული ნორმა სამ შემთხვევას გვთავაზობს, როდესაც მოვალე არაა ვალდებული განახორციელოს ნატურით უკუქცევა, ეს შემთხვევებია: შეძენილის ხასიათიდან გამომდაინრე, გამორიცხულია მისი დაბრუნება, მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს ანდა მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა.

თუ გრძელვადიან ურთიერთობაზე მხარე პატივსადები მიზეზის გამო ამბობს უარს, მაშინ სახეზე გვექნება ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) და არა გასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე განხორციელებული შესრულება ძალაში დარჩება. გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ხელშეკრულების მოშლა ასრულებს ხელშეკრულებიდან გასვლის ფუნქციას, თუკი მოვალე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ ეს იწვევს არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრებას, მაგალითად, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით სსკ-ის 557-ე და 558-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ იწვევს გადახდილი ბინის ქირის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

ზოგადი წესის მიხედვით, ხელშეკრულების მოშლის რეჟიმი მხარეების მიერ უკვე განხორციელებულ შესრულებას არ ეხება, მხარეებს არ უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას, სამართლებრივი შედეგები დგება არა თავიდან, არამედ – შეწყვეტის მომენტისთვის, შესაბამისად, ისინი არ არიან ვალდებულნი, ერთმანეთს დაუბრუნონ მიღებული შესრულება ან/და მიღებული სარგებელი.

გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთი წინაპირობა რასაც სსკ-ის 399-ე მუხლი აწესებს, არის პატივსადები საფუძვლის არსებობა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მომშლელ მხარეს მხოლოდ მეორე მხარისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, დამატებითი ვადის დაწესების გარეშე შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. დამატებითი ვადის დაწესების გარეშე შესაძლოა განხორციელდეს ხელშეკრულებიდან გასვლაც. ვადის დაწესების გარეშე ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევებს განსაზღვრავს სსკ-ის 405 მუხლის მეორე ნაწილი. ხელშეკრულებიდან გასვლისას საინტერესოა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევა, როდესაც მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გავიდეს დაუყოვნებლივ. შესრულების შეუძლებლობა როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლებელია იყოს ობიექტური, სუბიექტური თუ ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული. ვადის დაწესების გარეშე გასვლა ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში. მათი სამართლებრივი ხასიათის გათვალისწინებით, გარკვეულწილად შესაძლოა მსგავსება დავინახოთ შესრულების შეუძლებლობისას ხელშეკრულებიდან გასვლასა და გრძელვადიანი ხელშეკრულების პატივსადები საფუძვლით მოშლისას. ორივე შემთხვევაში იქმნება ისეთი გარემო, რომ მხარეს აღარ შეუძლია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო დამატებითი ვადის დანიშვნა აზრს კარგავს, ვიაიდან დამატებითი ვადის დანიშვნის მიზანი ვალდებულების შესრულებაა, მოცემულ შემთხვევაში კი შესრულების პერსპეტივა აღარ არსებობს.

გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის აუცილებელია შეტყობინება მიუვიდეს მეორე მხარეს, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს, რომ აუცილებელია ხელშეკრულების რომელიმე მხარის მხრიდან ადგილი ჰქონდეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და ხელშეკრულების დარღვევას. აღიშნულით უბრალოდ მხარეები გამოხატავენ, რომ მათ აღარ სურთ შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება. ხელშეკრულების მოშლისგან განსხვავებით, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ვერ განხორციელდება, თუ არ არის სახეზე ვალდებულების დარღვევა. გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლისთვის ვალდებულების დარღვევა არ არის ერთადერთი წინაპირობა, რასაც ვერ ვიტყვით ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე. აღნიშნული შემთხვევა ხელშეკრულების მოშლისა და ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი რეჟიმის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,ცნება

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,ცნება

ვრცლად

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

ვრცლად

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp