iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?
იურიდიული სტატია

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

2-12-2022, 13:28 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 335 ნახვა
რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

ტერმინი „ლიზინგი“, ინგლისურად „Lease“ქირის საფასურით ქონების აღებას/გაცემას ნიშნავს და იგი მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება და მისით სარგებლობის უფლება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს აქვთ. ლიზინგი იძლევა აქტივით სარგებლობის უფლებას, წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხის სანაცვლოდ, გამოსყიდვის ან მისგარეშე. უფრო მარტივად კი,ლიზინგი განვადების მსგავსი სერვისია, რომელიც კომპანიებისა და სხვადასხვა ფირმის მიერ ძირითადად, საწარმოო დანადგარების შესაძენად გამოიყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ლიზინგის ხელშეკრულებით, ორგანიზაცია (ლიზინგის გამცემი) ვალდებულია, მოქალაქეს (ლიზინგის მიმღები) დათქმული ვადით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე; მოქალაქე კი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით: მოქალაქე იკავებს ორგანიზაციის ადგილს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობებიც მასზე გადადის. ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას, ორგანიზაციას უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი. ლიზინგის ხელშეკრულებით, არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულებების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას. იმისათვის, რომ ლიზინგის ქონება მიღებულად ჩაითვალოს, იგი უნდა შეესაბამებოდეს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რაც თავად მოქალაქემ უნდა დაადასტუროს.

ქონების მიღებას თან ახლავს რისკები, რაც მიმღებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: იმ შემთხვევაში, თუ ქონების მიღების შემდეგ მოქალაქე აღმოაჩენს, რომ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, იგი უფლებამოსილია, მიმწოდებლისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ან შესაძლოა, მოქალაქეს ქონება არ მიეწოდა, ან მიეწოდა ვადაგადაცილებით, ან ის არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, რა დროსაც, მას უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება ან მოითხოვოს მიღებული ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხებაგირავნობას, ეს არის მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რითაც მოგირავნე (კრედიტორი) იძენს უფლებას, მოახდინოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია ან მხარეთა შეთანხმებით (მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში) ნივთი მიიღოს საკუთრებაში. გირავნობა არსებობს ორი სახით: მფლობელობითი და რეგისტრირებული და იგი მხარეებს (მოგირავნესა და დამგირავებელს) სხვადასხვა უფლება-ვალდებულებას სძენს. - რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს და მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს მოგირავნეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება ეკისრებათ. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში: ა) თუ ვალდებულებას არღვევს დამგირავებელი, მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისთვის გადაცემა; ბ) თუ ვალდებულებას არღვევს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისთვის გადაცემა. მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შემთხვევაში. თუმცა, თუკი დამგირავებელი ამ შეთანხმებას დაარღვევს, მოგირავნეს უფლება აქვს, თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება მოითხოვოს.

დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოგირავნეს დაგირავებული ნივთის საკუთრებაში მიღების ან მისი რეალიზაციის უფლება აქვს. თუმცა, დაგირავებული ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა მხოლოდ რეგისტირებული გირავნობის შემთხვევაში ხდება და ეს ხელშეკრულებაშიც უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება გირავნობის საგნის რეალიზაციას, თუ მოგირავნე აპირებს გირავნობის საგნის რეალიზაციას, ამის შესახებ მან ორი კვირით ადრე, წერილობით უნდა აცნობოს დამგირავებელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის საფრთხე ან თუ გირავნობის საგანი მალფუჭებადია- ასეთ დროს მოგირავნეს შეუძლია, დამგირავებლის გაფრთხილების გარეშე მოახდინოს საგნის რეალიზაცია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: giravnoba, lizingi, mogiravne, qonebis shesyidva, mesame piri, lizingis xelshekruleba, giravnobis xelshekruleba, damgiravebeli, valdebulebis dargveva, გირავნობა, ლიზინგი, მოგირავნე, ქონების შესყიდვა, მესამე პირი, ლიზინგის ხელშეკრულება, გირავნობის ხელშეკრუ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ?

რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ?

ვრცლად

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp