iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!
იურიდიული სტატია

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

29-11-2022, 10:49 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 266 ნახვა
ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მოთხოვნის არაერთ უზრუნველყოფის საშუალებას, რომელთა მიზანია, როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ისე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ დამატებით და ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.

პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ე.ი - პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

პირგასამტხეხლოს მოთხოვნისათვის კანონმდებლობა განსაზღვრავს არსებით პირობას - შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

ე.ი - მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა მოხდეს აუცილებლად წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი შეთანხმება იქნება ბათილი.

პირგასამტეხლოს მიზანია - ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში “ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა

მართალია კანონმდებლობა მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მხარეთა შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე.ე.ი - მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმ მინიმალური და თანაზომიერი ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით, რა დროსაც შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად - „სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: pirgasamtexlo, mxareta shetanxmeba, valdebulebis jerovnad shesruleba, werilobiti forma, valdebulebis sheusrulebloba, movale, fuladi tanxa, pirgasamtexlos odenoba, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმება, ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, წერილობითი ფორმა, ვალდებ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

ვრცლად

მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა

მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა

ვრცლად

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით დაფარვის საკომისიო დაუწესონ

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით

ვრცლად

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp