Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ღირსება და პატივი როგორც ადამიანის მთავარი ღირებულება

ღირსება და პატივი როგორც ადამიანის მთავარი ღირებულება



ინდივიდი როგორც სახელმწიფოს უმთავრესი დაცვისა და ხელშეუხებლობის საზრუნავი ობიექტი სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობისას შემკულია ბევრი უფლებებით თუმცაღა მათგან ერთ-ერთი უმთავრესი რომელიც მთლიანობაში ფარავს ყველა სხვა სამართლებრივ მიმართულებას იქნება ეს სამოქალაქო თუ სისხლის სამართალი, არის ინდივიდის ხელშეუვალი ბუნებითი (და არა მონიჭებული) უფლება რომელიც ორ ნაწილად იყოფა ესენია ღირსება და პატივი. ზოგიერთ შემთხვევაში ორივე ერთ მცნებად გამოიყენება როგორც პირად საუბარში ასევე მედია საშუალებებში თუმცაღა მათ შორის დიდი განსხვავებაა და ამასთანავე მათ ცალ-ცალკე დაცვის დონეები გააჩნიათ მათ შორის ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით, ამასთანავე უპირველესად ის რაც მოცემულობაა და არასოდეს შეიცვლება არის ის, რომ ადამიანის გარდა აღნიშნული თვისებები არ გააჩნია არავის მათ შორის არც სახელმწიფოს და არც კერძო კომპანიებს რადგანც ღირსება და პატივი ვერ არსებობს ადამიანის გარეშე ხოლო თითოეული ადამიანი აღჭურვილია ამ უფლებებით მისი დაბადების მომენტიდან;

სამართლებრივი ბუნებით პატივი ნიშნავს ინდივიდის მიერ ნამოქმედარი ანდა შემდგარი საქმიანობიდან მის მიერ საზოგადოებისაგან ან/და სოციალური ჯგუფებისგან მიღებულ შეფასებას რომლითაც პირი გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებს და მას მიღებული აქვს საზოგადოებისგან მის მიმართ არსებული დამოკიდებულება ამასთანავე ეს დამოკიდებულება არის ობიექტური და არა ის პიროვნებას რა წარმოუდგენია არამედ ის რასაც მასზე ფიქრობს საზოგადოება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ პატივი ნიშნავს ის თუ რას ფიქრობს ჩემზე ხალხი, ამაში შეიძლება მოიაზრებოდეს პირის იმიჯი თუ რა იმიჯით არის ის წარმოდგენილი საზოგადოებაში ან რა ე.წ. „ცხოვრებისეულ კრედოს“ აღქმას ტოვებს საზოგადოებაში ან/და მის მიერ გამოხატული ქმედებები რა ფასეულობებს ემყარება და რომ ის ამ ფასეულობების წარმომადგენლად აღიქმება მესამე პირებისათვის, ამაში ასევე მოიაზრება პირის რეპუტაცია, მისი საქმიანობა პროფესიული თუ პიროვნული მახასიათებელი რომლითაც ის გამოდის საზოგადოების წინაშე და საზოგადოება კი მას ამ თვისებებს უფასებს და ამ თვისებებით ახდენს მის საკუთარ სოციალურ რიგებში ჩაწერას;

ინდივიდი როგორც სოციალური მოვლენა არამარტო ფიქრობს იმას თუ რას ფიქრობს ის თავის თავზე არამედ იმაზეც თუ სხვა რას ფიქრობს მასზე ამიტომაცაა რომ სამართლებრივი სახელმწიფო ახდენს ამ სამართლებრივი მოცემულობის დაცვას რადგანაც ინდივიდის განვითარება შეუძლებელია მისი აღიარების გარეშე რომელიც უნდა მოდიოდეს მისი მსგავსებებიდან, პატივის სამართლებრივი დანიშნულებაა პირის როგორც სოციალური მოვლენის ღირებულებათა სისტემის შეუბღალობის დაცვაა რათა სოციალური გარემო იყოს იმ დონის როცა ინდივიდის რეპუტაცია ქმნიდეს მასზე დასაყრდენს, რადგანაც სამოქალაქო საზოგადოება რომელიც იმართება ინდივიდის ნდობის გარეშე განწირულია დიქტატურისათვის, ნდობის ფაქტორი ინდივიდის მიმართ არის ის რაც საბოლოოდ სახელმწიფოს ხელში არ უნდა მოექცეს ანუ საზოგადოება უნდა წყვეტდეს პირს რა ადგილი მიანიჭოს მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო მეტად საჯარო მორალთან არის დაკავშირებული პატივი, პატივი ინდივიდის მიმართ დაცლილი უნდა იყოს როგორც საჯარო ასევე კოლექტიური მორალისგან რადგანაც პატივი ნიშნავს უფრორე პირის საქმიანობის შეფასებას რომელიც ეყრდნობა სწორ და მართალ ღირებულებათა სისტემას რომელსაც აფასებს საზოგადოება.

რაც შეეხება ღირსებას, ღირსება არის რასაც ინდივიდი ფიქრობს საკუთარ თავზე ანუ მას რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მას წარმოდგენილი აქვს რომ ეს წარმოდგენა არის მისი მთავარი ღირებულებათა სისტემა რომელიც გააჩნია მას, სწორედ ამიტომაც არის საქართველოს კონსტიტუცია და მისი 9-ე მუხლი მიუთითებს, რომ „ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“ აღნიშნული ნორმა იყოფა ორ ნაწილად პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ის ხელშეუვალია როგორც სახელმწიფოს ასევე სხვა ინდივიდების მხრიდან ხოლო მისი დაცვას ახორციელებს სახელმწიფო რადგანაც კონსტიტუცია როგორც სოციალური ხელშეკრულება ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის იწვევს ინდივიდის მიერ თვითსამართლის დაუშვებლობას ხოლო აღნიშნულის სანაცვლოდ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დაიცვას ის როგორც თავისი თავისგან ასევე სხვისგან. ინდივიდის ღირსება ასევე ნიშნავს თუ მას როგორ წარმოუდგენია, მას როგორ აღიქვამს საზოგადოება ან/და სოციუმი ანუ მისი წმინდა სუბიექტური წარმოდგენა, რომ მას მაგალითად საზოგადოება აღიქვამს როგორც ნეპოტიზმთან მებძროლ საჯარო მოხელედ ან/და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლ სამოქალაქო აქტივისტად ან/და პროფესიონალ ადვოკატს და ა.შ.

საინტერესო და საგულისხმოა ასევე ისიც, რომ ღირსების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან ეს დამტკიცებულია თუ არა ან/და საზოგადოებას ასე ჰგონია თუ არა მთავარია ინდივიდის წარმოდგენა აღნიშნულზე და ეს წარმოდგენა მისი სუბიექტური შეხედულებაა სადაც სხვისი მითითება არც არაფერს ცვლის ანუ პირის სუბიექტური წარმოდგენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საზოგადოების არსებული თუ დაგვიანებული რეაქცია ან/და საერთოდ საზოგადოებისგან სიჩუმე, აღნიშნული იმიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ სამართლებრივი სახელმწიფო როგორც ინდივიდებზე მდგარი სოციალური ერთობა ეყრდნობა ინდივიდებს, ინდივიდებზე დაყრდნობა ნიშნავს რომ თითოეულ ინდივიდს წარმოდგენა აქვს მის კუთვნილ ღირებულებები აქვს ფასეულობებზე რომლითაც ის მოქმედებს იქნება ეს უარი კორუფციაზე თუ შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის დაუშვებლობაზე ან/და უბრალოდ უფრო მარტივად იყო „სრულფასოვანი მოქალაქე“;

ღირსება და პატივი არის ადამიანის ადამინობით თანდაყოლილი უფლებები და მონიჭებული უფლებები რომლითაც მთლიანობაში ადამიანი ანუ ინდივიდი ინდივიდობს, ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან (იხ. სუსგ №ას-549-517-2010, 19 ოქტომბერი, 2010წ.; №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წ.) აღნიშნული გადაწყვეტილებებით საქართველოს უზენაესმა სასამართლო ასევე სხვა სამართლებრივი პრიზმიდან განახორციელა ღირსების დამატებითი შევსება, კერძოდ ღირსება ასევე ფარავს ჩვენს საქმიან ანუ შრომით ურთიერთობებსაც ამასთანავე შრომითი ანუ საქმიანი ურთიერთობა სხვა არაფერია თუ არა ის რითიც გამოვდივართ ჩვენ როგორც ინდივიდები მესამე უცნობ პირთა წინაშე და შესაბამისად აქედან იქმნება ჩვენზე წარმოდგენა ჩვენთვის და მესამე პირებისათვს;

ინდივიდის როგორც სოციალური მოვლენის ამ უფლების რასაც ქვია ღირსების შელახვის შემთხვევაში მიყენებული ზიანის აღდგენის რა საშუალებები შეიძლება არსებობდეს აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ახლოს ალბათ დგას იგივე უზენაესი სასამართლოს ეს განმარტება „უდავოა, - შეუძლებელია ფულით შეფასდეს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, ამიტომაა, რომ მორალური ზიანი გამორიცხავს რესტიტუციას. აღნიშნულის გამო, პასუხისმგებლობას  მორალური  ზიანის ანაზღაურებისათვის საკომპენსაციო ხასიათი აქვს. ფულადი კომპენსაცია, ამ შემთხვევაში, განკუთვნილია დაზარალებულისათვის  მძიმე შედეგების გარკვეულწილად შესამსუბუქებლად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციისათვის, სწორედ ამიტომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოცულობა უნდა განისაზღვროს არა ეკვივალენტურობის პრინციპით, არამედ საქმის ინდივიდუალური თავისებურებიდან გამომდინარე, მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისა და ხასიათის, ზიანის მიმყენებლისა და დაზარალებულის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულისა და ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით(იხ.სუსგ №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი 2016წ);“

ერთის მხრივ სახეზეა ინდივიდის უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მეორეს მხრივ აქაც კი შემფასებლად სახელმწიფო არა სუბიექტურ არამედ ობიექტურ ფაქტორს გვთავაზობს რომელიც განსახიერდება მოსამართლის სახით, რომელიც როგორც მესამე დამოუკიდებელი პირი ვალდებულია ფაქტების შეფასებით მათ შორის სოციალური მდგომარეობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ღირსება იმდენად ყოვლისმომცველი სამართლებრივი დასაცვი ობიექტია, რომ ის პირის მიერ აღირებულ ან/და დადასტურებულ დანაშაულშიც კი ცნეტრალურ ფიგურად შემოდის „საფუძველშივე მცდარი და ცინიკურია იმის დაშვება, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება მიიღწევა ადამიანის წამებით, არაჰუმანური მოპყრობით, სასტიკი და ღირსების შემლახველი სასჯელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20);

ანუ ღირსება ის კატეგორიაა რომელიც ყველა სხვა უფლებების საფუძველია რომელიც წარუვალია და ვერავითარი გამართლება ვერ მოიძებნება რომელიც დასაშვებად მიიჩნევს „ღირსება იქნეს შელახული ინდივიდისთვის როგორც მთავარი ღირებულებისათვის“, ამასთანავე ღირსებას სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფოს შეკავების მთავარი ფუნქცია გააჩნია, სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩათვალოს ინდივიდის ესა თუ ის ღირსება უმნიშვნელოდ ან/და მის მიმართ მისივე აზრების/სიტყვების/განცხადების გამო დაუწესოს რაიმე ზღვარი და დაუწესოს მას შეუსაბამო სასჯელი „სახელმწიფოს არ გაანია უფლებამოსილება დაყოს აზრები „მართებულ“ თუ „არამართებულ“, „სასურველ“ თუ „არასასურველ“ და სხვა სახის კატეგორიებად. თუ ადამიანს, არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს - მის ღირსებას“;

„ადამიანის ღირსების პატივისცემა და პიროვნული თავისუფლება კი მის ძირითად უფლებათა პატივისცემაში, მათ ადეკვატურ დაცვასა და განხორციელებაში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) აღნიშნული განმარტებითაც კი ღირსება არის ის რაც ინდივიდს უქმნის ინდივიდუალიზმის რომლის საშუალებითაც ჩვენ თითოეული ინდივიდი ვართ განსაკუთრებულები.



დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები