iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » უდანაშაულობის პრეზუმფცია
იურიდიული სტატია

უდანაშაულობის პრეზუმფცია

22-11-2022, 15:55 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 293 ნახვა
უდანაშაულობის პრეზუმფცია

უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტია. იგი სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ბრალდებულის ინტერესების დაცვას ემსახურება. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია არამარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით.

უდანაშაულობის პრეზუმფცია გულისხმობს იმას, რომ პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთანავე, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . არც არავის აქვს უფლება, ბრალის დამტიკიცებამდე პირის დამნაშავედ გამოცხადებისა, მეტიც, ეს მნიშვნელოვნად არღვევს ბრალდებულის უფლებებს. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ვისაც ეკისრება და ვისაც აქვს ამის უფლება, ეს არის პროკურატურა/პროკურორი. ხოლო ბრალდებულის დამნაშავეობა-უდანაშაულებას წყვეტს სასამართლო, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფცია პირს ანიჭებს უფლებას, რომ მისი საქმე სამართლიან სასამართლოზე იქნეს განხილული.

ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე მოგვისმენია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე დასახელებულა პირი დამნაშავედ. ხშირად ხდება, რომ გახმაურებულ მკვლელობებზე არც სახელმწიფო სტრუქტურები, არც მედია და არც საზოგადოება არ ელოდებიან სამართლიანი სასამართლოს შედეგებს და ბრალდებულს „მკვლელად“ მოიხსენიებენ. ამის ტირაჟირება ძირითადად ხდება მედიასაშუალებების მეშვეობით, რადგან პრინციპში სწორედ ამ გზით ხდება ამბავიც გახმაურებული; მაშინ, როდესაც რაიმე გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე მედიასაშუალებებით ხდება გაშუქება, ყოველთვის ვაწყდებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტებს, რაც რა თქმა უნდა, უნდა აღმოიფხვრა.

თუ ამ მიმართულებით თავად მედიასტანდარტი აიწევა მაღალ ხარისხზე, თავად მედია გააკონკტროლებს, რომ ისე გააშუქოს ესა თუ ის ამბავი, რომ არ დაირღვეს ბრალდებულის უფლებები, ყურადღება მიაქციოს ტერმინებს, რითაც მოიხსენიებენ ბრალდებულს და იქამდე, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იზრუნოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაზე და არ უწოდოს დამნაშავე. რა თქმა უნდა, ეს არ ეხებათ მხოლოდ ჟურნალისტებს, ხშირად საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს თავად რესპოდენტები მოიხსენიებენ ხოლმე ჯერ კიდევ ბრალდებულს დამნაშავედ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას არღვევს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: udanashaulobis prezumfcia, adamianis uflebata dacva, damnashave, sasamartlos gadawyvetileba, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანის უფლებათა დაცვა, დამნაშავე, სასამართლოს გადაწყვეტილება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სტრასბურგის გადაწყვეტილება - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

სტრასბურგის გადაწყვეტილება - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

ვრცლად

საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების მხარე მხოლოდ პროკურორი იქნება

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების

ვრცლად

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

ვრცლად

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp