iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » გამოხატვის თავისუფლება ოკუპაციის პირისპირ
იურიდიული სტატია

გამოხატვის თავისუფლება ოკუპაციის პირისპირ

12-01-2023, 11:58 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 166 ნახვა
გამოხატვის თავისუფლება ოკუპაციის პირისპირ

თუ კი რაიმე უფლება არსებობს რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს და ექნება და ის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა არის გამოხატვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ინდივიდს როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ზრუნვის საგანს უფლება აქვს ისაუბროს შეაფასოს გამოთქვას საკუთარი აზრები ისე, რომ ის აღნიშნულის გამო არ იქნეს დევნილი, ნებისმიერი ტოტალური სახელმწიფო ყალიბდება მაშინ როცა ინდივიდები აღარ საუბრობენ კრიტიკულად, არ აკრიტიკებენ ერთმანეთს და რაც მთავარია კრიტიკას ურჩევნიათ ხელისუფლების ნებისმიერი სახის პროპაგანდა, როცა ინდივიდი თავისუფალი ინდივიდი ემორჩილება საბჭოურ მცნებას „რომ არ შეიძლება ხელისუფლების კრტიკა“ იწყება ტოტალიტარიზმი. იმისათვის, რომ აღნიშნული უფლება ქართულ სინამდვილეში დაცული იყოს რამდენიმე გარანატია გვაქვს მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 17.1. „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“ საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ თვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც სხვანაირად უდგება საკითხს რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.4. მუხლი რომლითაც „არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“;

საკანონმდებლო გარანტირება გამოწვეულია როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის საფუძვლის შექმნით ასევე სახელმწიფოს შეკავების პრინციპით რადგანაც „ვინც ყველაზე მეტს საუბრობს თავისუფლად ის ყველაზე მეტად აინტერესებს ძალაუფლების მქონეს“. არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო რომელსაც არ გააჩნია პრობლემატიკა რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან ამაში იგულისხმება ისიც, რომ აღნიშნული კანონი რომელიც ჩვენ გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში არის განხილვისა და კრიტიკის საგანი რადგანაც ყველა მოითხოვს ე.წ. ცილისწამებაზე პასუხისმგებლობას. უფრორე თუ ჩვენ სამართლებრივ წარსულში გავიხედავთ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი გვქონდა ასეთი რამ „მუხლი 148. ცილისწამება ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით“ რომელიც ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე";

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“ იქვე „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“ ამასთანავე 2008 წლის საქართველო რუსეთის ომით საქართველოს სახელმწიფოს მოუწია მიეღო 2008 წლის 23 ოქტომბერს კანონი „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ აღნიშნული კანონის მიზნად მითითებულია „ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი“. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს წესებს რომელიც ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამასთანავე ოკუპირებული ტერიტორიებზე შესვლის წესს, იქ ეკონომიკური საქმიანობის განუხორციელებელ წესს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და მისი დარღვევის შემთხვევაში ოკუპანტის პასუხისმგებლობას, გარდა აღნიშნულისა არის რიგი სხვა ნორმები რომელიც ასევე სისხლის სამართლებრივად დასჯადა თუ პირი საქართველოს ტერიტორიიდან არ შედის ოკუპირებულ რეგიონში და ა.შ. ერთი სიტყვის ჩვენს საკანონმდებლო დონეზე ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე გვაქვს სამართლებრივი მოცემულობა როცა კი რუსეთის მორდორის იმპერია აღიარებულია ოკუპანტს ქვეყნად, ამასთანავე ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ჩვენთან საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;

მიუხედავად ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი სამართლებრივი სიკეთეობისა არ შეიძლება აღნიშნული განმახორციელებელი პირის მიმართაც კი არაადამიანური მოპყრობა ხოლო მეორეს მხრივ კი „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასახელებული უფლებების შეზღუდვა დასაშვები და გამართლებულია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების ზემოაღნიშნული ასპექტების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნის დაცვითა და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად (იხ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“);

უფრო მარტივად რომ ვთქვათ იმისათვის, რომ შეიზღუდოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია:თანაზომიერების დაცვა (ანუ ოკუპანტის წარმომადგენლის ან ოკუპანტის ხაზის გამტარებლის სიკვდილით დასჯა არ შეიძლება ასეთი საქციელისათვის) მხოლოდ კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნის დაცვითა (აუცილებელია აღნიშნულისათვის არსებობდეს ზუსტი კანონი რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულს) და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად (ლეგიტიმური მიზანი რა შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა დეოკუპაცია ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა);

ქართული სამართლებრივი მოდელი დეოკუპაციის მიზნისათვის უნდა არსებობდეს რადგანაც სუვერენიტეტი არის ყველაზე მძლავრი სურვილი ინდივიდებისა იცხოვრონ სამართლებრივ სახელმწიფოში რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს უსაფრთხოება ხოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ მას უნდა იცავდეს კანონი რადგანაც თუ კი არ არის დაცული სუვერენიტეტი ვერ იქნება დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სუვერენიტეტი გვჭირდება იმისათვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და არა პირიქით;

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: okupacia, okupirebuli teritoriebi, gamoxatvis tavisufleba, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, გამოხატვის თავისუფლება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი

ვრცლად

ცილისწამების დასჯადობა ანუ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის დაცვა

ცილისწამების დასჯადობა ანუ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის დაცვა

ვრცლად

თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

ვრცლად

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება

ვრცლად

გამოხატვის თავისუფლებისა და კერძო პირის ღირსების ურთიერთშებოჭვა

გამოხატვის თავისუფლებისა და კერძო პირის ღირსების ურთიერთშებოჭვა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp