iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სუბროგაცია სიცოცხლის დაზღვევისას
იურიდიული სტატია

სუბროგაცია სიცოცხლის დაზღვევისას

10-01-2023, 15:20 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 281 ნახვა
სუბროგაცია სიცოცხლის დაზღვევისას

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებისას სადაზღვევო კომპანიას არ აქვს უფლება დამზღვევის სიცოცხლისთვის ზიანის მიმყენებელ პირს მოსთხოვოს მის მიერ გაცემული თანხის ანაზღაურება.

იმის გათალისწინებით, რომ დაზღვევა ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებაა, ჩნდება კითხვა: ზიანის დადგომისას შესაძლებელია თუ არა, რომ დამზღვევმა (პირმა, რომელმაც სადაზღვევო კომპანიაში დააზღვია ქონება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ა.შ.) ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს როგორც ზიანის მიმყენებელს, ასევე სადაზღვევო კომპანიას (თუ დამზღვევის ქონებას, ჯანმთელობას და ა.შ. მესამე პირმა მიაყენა ზიანი) ანუ მიიღოს ორმაგი ანაზღაურება? სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს ზიანის მიმყენებელისგან, მაშინ ეს მოთხოვნა გადავა სადაზღვევო კომპანიაზე, თუ სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

თუ ზიანი გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება ჩანაცვლების პრინციპი, რაც ემსახურება როგორც დამზღვევის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას (დაუშვებელია ორჯერ მიიღოს ანაზღაურება დამზღვევმა ან ზიანის მიმყენებელი დარჩეს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე). თუმცა უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის დაზღვევისათვის დამახასიათებელი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან პირის სიცოცხლე არ შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს რაიმე კომპენსაციით. შესაბამისად, სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას არ აქვს უფლება სადაზღვევო საზღაურის გაცემის შემდეგ ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს ეს თანხა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: subrogacia, sicocxlis dazgveva, dazgvevis xelshekruleba, სუბროგაცია, სიცოცხლის დაზღვევა, დაზღვევის ხელშეკრულება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უზენაესმა სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა

უზენაესმა სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა

ვრცლად

რა არის დელიქტი?

რა არის დელიქტი?

ვრცლად

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ვრცლად

ავტო დაზღვევა, რჩევები ადვოკატისგან

ავტო დაზღვევა, რჩევები ადვოკატისგან

ვრცლად

ზიანის ანაზღაურება

ზიანის ანაზღაურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp