Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა არის დელიქტი?

რა არის დელიქტი?


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს მისი ქმედებით მიყენებული ზიანი. 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის აუცილებელია: არსებობდეს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, ზიანი გამოწვეული იყოს ზიანის მიმყენებლის ქმედებით და ზიანი მიყენებული იყოს ბრალეული მოქმედებით. 

აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებისათვის ეკისრება ზიანის მიმყენებელს, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს ზოგადი წესიდან. პირველ რიგში, უნდა აღინოშნოს, რომ 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირი პასუხს არ აგებს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. 

ამასთან, მშობლები ან 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. 

მშობლების მიერ ზიანის ანაზღაურება გამოირიცხება თუ მათ არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება. 10 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვანი პირი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა თუ მას არ შეეძლო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. კანონმდებლობა გამონაკლისს ადგენს ასევე მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში თუ მას მხარდამჭერი დაენიშნა სასამართლო გადაწყვეტილებით ზიანის თავიდან აცილების სფეროში. 


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები