iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ვინ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან?
იურიდიული სტატია

ვინ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან?

20-04-2023, 14:23 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი 834 ნახვა
ვინ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან?

ზოგადი წესის მიხედვით, ფიზიკური პირის შემოსავალი 20 პროცენტით იბეგრება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა კანონმდებლობა ამცირებს, ან სულაც ათავისუფლებს ფიზიკურ პირს ამ თანხისგან. ასეთი შემთხვევაა საცხოვრებელი ბინის გაქირავება: თუ ადამიანი გააქირავებს ფართს და ამის შესახებ საგადასახადო ორგანოს აცნობებს, მისი შემოსავალი მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება პირი, რომლის წლიური შემოსავალი ხელფასის სახით, 3 ათას ლარს არ აღემატება. თუ თქვენი ხელფასი თვეში 200, ან 220 ლარია, თქვენ ამ გადასახადს აღარ გადაიხდით, მაგრამ თუ ხელფასი 3 ათას ლარზე მეტი გაქვთ, ჩვეულებრივად უნდა გადაიხადოთ ხელფასის 20 პროცენტი.

ძირითადი შეღავათები მიკრობიზნესის წარმომადგენლებზე ვრცელდება. საგადასახადო კანონმდებლობა ადამიანს მიკრომეწარმის სტატუსს მაშინ ანიჭებს, თუ ის არ იყენებს დაქირავებულ შრომას და მისი წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება. ამ შემთხვევაში ის მთლიანად არის გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან, ოღონდ, უნდა მივიდეს საგადასახადო ორგანოში და დარეგისტრირდეს, როგორც მიკრობიზნესის წარმომადგენელი. მიკრობიზნესის მსგავსად, არ იბეგრება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ ის არ აღემატება 200 ათას ლარს.

საშემოსავლო გადასახადისგან სრულიად თავისუფლდებიან დონორები, რომლებიც სისხლს გასცემენ, რადგან სისხლის გაყიდვის საფასური არ იბეგრება. ასევე არ იბეგრება ლატარიაში მოგებული თანხა, თუ ის არ აღემატება 1000 ლარს. არ იბეგრება ალიმენტიც - არც მისი მიმღები იხდის საშემოსავლოს და არც - გამცემი. არ იბეგრება განქორწინების შედეგად მიღებული შემოსავალიც: თუ ქონება გაიყო და მეუღლეს მიეკუთვნა რაღაც წილი ამ ქონებიდან, ის არ დაიბეგრება.

პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით, ან მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილთაშვილი და მისი შვილი, ასევე - მშობელი და მშვილებელი. მეორე რიგის მემკვიდრეები კი არიან: და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები. თუ მესამე, ან მეოთხე რიგის მემკვიდრეები ჩუქებით, ან მემკვიდრეობით მიიღებენ ქონებას, რომლის ღირებულებაც 150 ათას ლარს არ აღემატება, არც ეს ქონება დაიბეგრება. მესამე რიგის მემკვიდრეები არიან ბებია, პაპა და მათი დედ-მამა, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან, ხოლო მეოთხე რიგისა - ბიძა, დეიდა და მამიდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საშემოსავლო, გადასახადი, გათავისუფლება, გადასახადისგან გათავისუფლება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

ვრცლად

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები

ვრცლად

მცირე მეწარმეობის სტატუსი

მცირე მეწარმეობის სტატუსი

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp