iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის
იურიდიული სტატია

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის

30-03-2023, 17:31 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 280 ნახვა
ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის


ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება და უფლებამოსილ პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით.

ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერერთობის მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება, ვალდებულების გარეშე.

ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორი, ვალდებულების არსებობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს ამ ვალდებულების შესრულება. კრედიტორის მოთხოვნის უფლება გულისხმობს მის უფლებამოსილებას, სასამართლოს მეშვეობით, იძულებითი ღონისძიებების გატარებით, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.თუ მსესხებელი არ დააბრუნებს სესხს, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იძულებითი წესით.

ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს შესრულება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც აქტიური მოქმედებით („მოქმედების შესრულებით“), ისე უმოქმედობითაც.შესრულებაში გარკვეული შედეგი იგულისხმება. მაგ: ნივთის გადაცემა, ფულის გახადა, ქონებისთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა და ა.შ.

წარმოშობის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ სამი სახის ვალდებულება :

1)გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები– ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კერძო სამართლის სუბიექტების ნების საფუძველზე. მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება, ქირავნობა, იჯარა, ჩუქება,ლეგატი და ა.შ

2)კანონისმიერი ვალდებულებები– ისეთი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს, მაგ: დელიქტები, უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ა.შ.

3)წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება.

თუ მოხდა ისე, რომ მხარეთა ნების საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები და ერთ-ერთი ხელშეკრულების მხარის ბრალეული ქმედებების შედეგად ხელშეკრულება არ დაიდო, მაშინ ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ხარჯები უნდა აანაზღაუროს ამ მხარემ.

ვალდებულებები შეიძლება დაიყოს ძირითად და დამატებით ვალდებულებებად.ძირითადი ვალდებულებები– მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ნივთის გადაცემა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნება. დამატებითი ვალდებულებები– მაგ: ნივთის დამონტაჟება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა და ა.შ.

ცალმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ერთ მხარეს აქვს მხოლოდ ვალდებულება, ხოლო მეორეს მხოლოდ მოთხოვნის უფლება. ხოლო ორმხირვი(მრავალმხრივი) ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ორივე მხარეს აქვს, როგორც ვალდებულება ისე მოთხოვნის უფლება.

და ბოლოს ,კეთილსინდისიერების პრინციპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია კერძო სამართალში, მათ შორის ვალდებულებით სამართალში.სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა

სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა

ვრცლად

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

ვრცლად

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp