iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თავდების პასუხისმგებლობა
იურიდიული სტატია

თავდების პასუხისმგებლობა

29-11-2022, 11:17 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 320 ნახვა
თავდების პასუხისმგებლობა

თავდებობა ეს არის საკითხი, რომელიც ბევრი მოქალაქისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და რომელსაც ხშირაც ძალიან გაუცნობიერებლადაც ვაწყდებით. რატომ? საქმე ის არის, რომ როდესაც მომხმარებლები ვინმეს თავდებობას აპირებენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ისე აწერენ ხელს ხელშეკრულებას, რომ არ ეცნობიან მის პირობებს შესაბამისად, არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. არა და, პრობლემური სესხის შემთხვევაში, ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

რა არის თავდებობა?

თავდებობის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ ძირითადი მოვალისგან, არამედ მესამე პირის თავდებისგანაც.

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი მოვალის ვალდებულებისათვის.

რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობს თავდები?

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იცნობს სოლიდარული თავდებობის და თავდებობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ნაკისრი ვალდებულება სუბსიდიური ხასიათისაა.

1. ზოგადი წესის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა იცნობს თავდებობის ისეთ სახეს, როდესაც კრედიტორს, მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია მოსთხოვოს თავდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, როდესაც სრულად ამოწურავს შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან იძულების წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში თავდები კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კისრულობს ვალდებულებას, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

2. აღნიშნულის მიუხედავად, თუ თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს შესაძლებლობა აქვს, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების გარეშე თავდებს მოსთხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება და ამ გზით მოახდინოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

შესაძლებელია თუ არა შემცირდეს თავდების პასუხისმგებლობა?

მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება თავდებობის გარდა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გირავნობით, იპოთეკით ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებით, შესაბამისად თუ კი კრედიტორი უარს იტყვის რომელიმე ზემოთ მითითებულ უზრუნველყოფის საშუალებაზე, მაშინ თავდების პასუხისმგებლობაც შემცირდება იმ მოცულობით რა მოცულობითაც იყო უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება უზრუნველყოფის საშუალებით.

რა შემთხვევაში კარგავს კრედიტორი მოთხოვნას თავდების მიმართ?

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: tavdeboba, tavdebis pasuxismgebloba, kreditori, movale, tavdebobis xelshekruleba, თავდებობა, თავდების პასუხისმგებლობა, კრედიტორი, მოვალე, თავდების ხელშეკრულება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ად
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ვრცლად

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp