iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა
იურიდიული სტატია

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

30-11-2022, 11:55 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 290 ნახვა
თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

თავდებობის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ ძირითადი მოვალისგან, არამედ მესამე პირის თავდებისგანაც.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იცნობს სოლიდარული თავდებობის და თავდებობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ნაკისრი ვალდებულება სუბსიდიური ხასიათისაა.

რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობს თავდები?

1. ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს თავდებობის ისეთ სახეს, როდესაც კრედიტორს მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია, მოსთხოვოს თავდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, როდესაც სრულად ამოწურავს შესაძლებლობას, ძირითადი მოვალისაგან იძულების წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

ასეთ შემთხვევაში, თავდები კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კისრულობს ვალდებულებას, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება, თავდებისგან მოითხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

2. აღნიშნულის მიუხედავად, თუ თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება, წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს შესაძლებლობა აქვს, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების გარეშე, თავდებს მოსთხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება და ამ გზით მოახდინოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

მნიშვნელოვანია, თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე წინასწარ გაეცნოთ რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობთ მოვალის სასარგებლოდ თავდებში ჩადგომის შემთხვევაში.

რა თანხით შემოიფარგლება თავდების პასუხისმგებლობა?

თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად , „თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე:

ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული;

ბ)ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი;

გ)ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.“

შესაძლებელია თუ არა შემცირდეს თავდების პასუხისმგებლობა?

მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, თავდებობის გარდა, შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს გირავნობით, იპოთეკით ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებით;

შესაბამისად, თუ კი კრედიტორი უარს იტყვის რომელიმე ზემოთ მითითებულ უზრუნველყოფის საშუალებაზე, მაშინ თავდების პასუხისმგებლობაც შემცირდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იყო უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება, შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალებით.

რა შემთხვევაში კარგავს კრედიტორი მოთხოვნას თავდების მიმართ?

იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებს გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა აცნობოს მას ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: tavdeboba, kreditori, movale, tavdebobis xelshekruleba, tavdebis pasuxismgebloba, თავდებობა, კრედიტორი, მოვალე, თავდების ხელშეკრულება, თავდების პასუხისმგებლობა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ად
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

ვრცლად

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp