iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვალდებულების შესრულების საფუძვლები
იურიდიული სტატია

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

28-11-2022, 11:24 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 366 ნახვა
ვალდებულების შესრულების საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში სსკ) გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები.

აღნიშნული ბლოგის ფარგლებში განვიხილავთ სსკ 452-454 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულების შეწყვეტის შემთხვევებს:

სსკ-452 მუხლის თანახმად:

1.ვალდებულების შეწყვეტა, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღჩნდება აღნიშნულ შემთხვევას კონფუზია ეწოდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. სამოქალაქო სამართალში გხვდება კონფუზიის სხვადასხვა შემთხვევები.

მაგ: კონფუზია შეიძლება იყოს, როდესაც მოვალის სამკვიდრო ქონებას იღებს კრედიტორი ისეთი პირობების არსებობისას, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებას სწორედ სამკვიდრო ქონების, მის საკუთრებაში გადაცემა იყო.

სსკ-453 მუხლის თანახმად:

1.მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.

2.კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.

სსკ-454-ე მუხლის შესაბამისად:

იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

აღნიშნულ მუხლით გათვალისწინებულია იურიდიული პირის ლიკვიდაცია. აქ იგულისხმება, იურიდიული პირის როგორც მოვალის, ვალდებულების შეწყვეტა. სსკ 454-ე მუხლი, განსხვავებით სსკ 453-ე მუხლისგან, არაფერს ამბობს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება, რომელიც კრედიტორი არის. თუმცა აღნიშნული საკითხი სპეციალური კანონებით მაგალითად მეწარმეთა შესახებ კანონით არის მოწესრიგებული.

იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ქონება არ ეყო რომელიმე კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებას და ისე მოხდა მისი ლიკვიდაცია, მაშინ შესაბამისი შედეგის ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იქნეს განხილული. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კრედიტორის რისკი იყო, დაიკმაყოფილებდა თუ არა იგი მოთხოვნას და, შესაბამისად იურიდიული პირის ლიკვიდაციით მოხდა მისი შესაბამისი ვალდებულების შეწყვეტა, ხოლო აღნიშნული ვალი კი შესაძლოა საგადასახადო მიზნებისათვის კრედიტორმა უიმედო ვალების რეგულაციას დაუქვემდებაროს. მეორე მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირის ვალდებულება კვლავ არსებობს, უბრალოდ იგი განუხორციელებელი არის.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: valderbuleba, valdebulebis shesruleba, konfuzia, valdebulebis shewyveta, memkvidre, kreditori, ვალდებულება, ვალდებულების შეწყვეტა, კონფუზია, ვალდებულების შესრულება, მემკვიდრე, კრედიტორი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ვრცლად

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

ვრცლად

საანდერძო დანაკისრის შესრულება

საანდერძო დანაკისრის შესრულება

ვრცლად

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp