iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით
იურიდიული სტატია

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

28-11-2022, 12:29 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 253 ნახვა
ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

დეპონირების სამართლებრივი ინსტიტუტი ემსახურება ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. მოვალე შეიძლება დაინტერესებული იყოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, მაგრამ კრედიტორი აყოვნებდეს შესრულების მიღებას ან მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყოს მოვალისთვის. შეიძლება მოვალისთვის უცნობი გახდეს ისიც, თუ ვინ არის კრედიტორი და ვის მიმართ უნდა შეასრულოს მან ნაკისრი ვალდებულება.

თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოში ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ შემთხვევაში ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად და შეწყვეტილად. ამდენად დეპონირება ენაცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ამიტომაც ეწოდება მას შესრულების სუროგატი.

დეპონირება არის მოვალის უფლება და არა ვალდებულება. მოვალეს თავად შეუძლია აირჩიოს ნაკისრი ვალდებულების შესრულების დეპონირების გზით შეწყვეტა.

აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ დეპონირებისას, შესრულების საგანი უნდა იყოს შესანახად ვარგისი და არა მალფუჭებადი. დეპონირებაუნარიანი საგნებია: ფული, თამასუქი, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო ან/და ფასიანი ქაღალდები და ფასეულობები.

შესაბამისად, დეპონირებისათვის აუცილებელია, რომ შესრულების საგანი იყოს დეპონირებაუნარიანი და სახეზე უნდა არსებობდეს დეპონირების ერთ-ერთი საფუძველი;

მოვალეს შეუძლია, რომ შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკან დაიბრუნოს. აღნიშნული ქმედების სამართლებრივი შედეგი კი ის არის, რომ ასეთი ქმედების შემთხვევაში შენახვა ვერ ჩაითვლება შემდგარად და ვალდებულება შესრულებულად და შეწყვეტილად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოვალეს უფლება აქვს, წინასწარ გააკეთოს დათქმა იმის თაობაზე, რომ იგი უარს ამბობს შენახული საგნის უკან დაბრუნებაზე.

იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შენახული საგნის მიღებაზე, მაშინ ასეთ შემთხვევაში მოვალეს უფლება ეძლევა, რომ უკან დაიბრუნოს ჩაბარებული საგანი. საყურადღებოა, რომ როდესაც კრედიტორი უარს განაცხადებს შესრულების მიღებაზე, აღნიშნული უარი მოვალეს ანიჭებს უფლებას, დაიბრუნოს შესრულების საგანი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: valdebuleba, deponireba, valdebulebis shewyveta deponirebit, nakisri valdebuleba, movale, sasamartlo, notariusi, vldebulebis shesruleba jerovnad, ვალდებულება, დეპონირება, ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით, ნაკისრი ვალდებულება, მოვალე, სასამართლო, ნოტარიუს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ვრცლად

საანდერძო დანაკისრის შესრულება

საანდერძო დანაკისრის შესრულება

ვრცლად

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp