iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ვინ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად
იურიდიული სტატია

ვინ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად

24-03-2023, 15:13 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 286 ნახვა
ვინ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად

ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნას უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად.

პირი უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას.

საცხოვრებელი ადგილი – ესაა ადგილი, რომელსაც პირი ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს. აუცილებელი არაა, საცხოვრებელი ადგილი ემთხვეოდეს რეგისტრაციის ადგილს, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილია მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილი. პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუკი იგი განსაზღვრული ვადით დატოვებს ამ ადგილს – იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ქონებას მართავენ მისი კანონით მემკვიდრეები მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალაში შევა სასამართლოს გადაწყვეტილება პირის უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ. მათ უფლება აქვთ, ამ ქონების მართვიდან მიიღონ სარგებელი, მაგრამ აუცილებელია, ამ ქონებიდანვე დაიფაროს ვალები და მიეცეთ სარჩო უგზო–უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს.

უგზო უკვლოდ დაკარგული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ.

პირის აღიარებას გარდაცვლილად, იგი ხორციელდება სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ:

1. პირი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში და არ მოიპოვება ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ;

2. პირი უგზო–უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება;

3. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო–უკვლოდ დაიკარგა, შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად მხოლოდ საომარი მოქმედების დასრულების დღიდან ორი წლის შემდეგ.

პირის გარდაცვალების დღედ ითვლება მისი გარდაცვლილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნებას ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის შემთხვევაში:

უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

პირს უფლება აქვს მოითხოვოს იმ შენარჩუნებული ქონების დაბრუნება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს (მემკვიდრეობის წესით, ჩუქების გზით და ა.შ.);

პირი, რომელმაც სასყიდლით შეიძინა გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება (მაგალითად, იყიდა), მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული, დააბრუნოს ეს ქონება, თუკი დადასტურდება, რომ ქონების შეძენის მომენტისათვის მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო;

თუკი გარდაცვლილად გამოცხადებული ქონება გადაეცა სახელმწიფოს (როგორც წესი, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სახეზე არ არიან კანონით ან ანდერძით მემკვიდრეები) და მან მისი რეალიზაცია მოახდინა, პირს უნდა დაუბრუნდეს ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნა

ვრცლად

მამობის დადგენა

მამობის დადგენა

ვრცლად

მამკვიდრებელი და სამკვიდრო

მამკვიდრებელი და სამკვიდრო

ვრცლად

მემკვიდრეობის მიღება

მემკვიდრეობის მიღება

ვრცლად

შვილად აყვანის პროცედურები

შვილად აყვანის პროცედურები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp