iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შვილად აყვანის პროცედურები
იურიდიული სტატია

შვილად აყვანის პროცედურები

13-01-2023, 12:09 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 415 ნახვა
შვილად აყვანის პროცედურები

საქართველოში შვილად აყვანა და მისი პროცედურები განეკუთვნება საოჯახო სამართლის სფეროს და მას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური მინისტრის რამდენიმე შემავსებელი ბრძანება.

შვილება შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის მისი კეთილდღეობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის, ამასთანავე არის გამონაკლისი როცა სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა შეიძლება თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია თუ უკვე არსებობს ფაქტობრივი ურთიერთობა მშვილებლსა და შვილად ასაყვან პირს შორის არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან/და შვილად ასაყვანის ინტერესებს და ის ზნეობრივად გამართლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს თუ რა არის ზნეობრივად გაუმართლებელი, თუმცაღა ივარაუდება, რომ ეს ნიშნავს ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადეობაში დამკვირდებულ მინიმალურ სტანდარტებს, მაგალითად ასაკით უმცროსმა იშვილოს ასაკით უფროსი და ა.შ.

ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში.

გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს:

  • რომლის მშობელი (მშობლები ) სასამართლომ უგზო -უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
  • რომელიც არის ობოლი;
  • რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა;
  • რომლის მშობელს (მშობლებს ) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება;
  • რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

10 წელზე მეტი ბავშვის გაშვილების დროს აუციელებელია მისი წერილობითი თანხმობა, ხოლო 10 წლამდე მიიღება მისი სურვილი მისი ასაკის გათვალისწინებით.

მშვილებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირი რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს, ამასთნავე რეგისტრირებულია ერთიან ბაზაში. ამასთანავე პირმა , რომელსაც სურს საქართველოში ან /და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა , უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი , რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ -ჩვევების შეძენა.

შვილება შეუძლიათ - დაქორწინებულ პირებს;

- ერთ-ერთმა მეუღლეს თუ ის ბავშვის ნათესავია და გააჩნია ბავშვის შვილების უპირატესი უფლება.

- დაუქორწინებელმა პირმა.

- დაქორწინებულმა პირებმა ბავშვი შვილად ერთობლივად უნდა აიყვანონ - არ შეიძლება ერთი ბავშვი შვილად აიყვანოს ორმა პირმა, გარდა მეუღლეებისა.

- პირი , რომელსაც შვილად თავისი მეუღლის შვილი აჰყავს , ვალდებულია მშვილებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადს დაურთოს შვილად ასაყვანი ბავშვის დაბადების მოწმობა , ბავშვის წერილობითი თანხმობა (თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა ), ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების ) თანხმობა ამ პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანაზე ან დოკუმენტი. ასევე შვილად აყავნის მსურველი უნდა ის უნდა იყოს რეგისტრირებულ სპეციალურ რეესტრში რომ მას სურს ბავშვის შვილად აყვანა.

ამასთანავე მშვილებელი არ უნდა იყოს პირი:

-რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი , იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე /მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი , მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

- რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება -მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

- რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;

- რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი. შვილად აყვანის თავსებადობის დასკვნა - თუ მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობას განაცხადებს , მისი თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებმ დასკვნა თავის მხრივ შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

მშვილებლის შესახებ მონაცემები, გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები,ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი, მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნა და ა.შ. და ეს დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო ) სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. რაც შეეხება ვადებს აქაც მოლოდინის რეჟიმია უმეტეს წილად.

შვილად აყვანის რეგისტრაცია - მშვილებლებს (მშვილებელს ) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ (შეაქვს ) სასამართლოში თავიანთი (თავისი ) ან გასაშვილებელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება, განცხადების შეტანის შემდგეგ სასმართლო მას უდავო წარმოების წესით განიხილავს, სააგენტო მას უგზავნის დასკვნას ამასთანავე სასამართლო უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მტკიცებულებები და ა.შ. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის. ბავშვის ინეტერესებს იცავს ასეთ შემთხვევაში სააგენტო, ამასთან ერთად აღნიშნული მიმდინარეობს უკვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო ცნობს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ, რომელიც განმცხადებლის თხოვნით საჯაროდ არ გამოცხადდება.შვილად აყვანა ძალაში შედის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის მომენტიდან.

რაც შეეხება ვადებს ეს უკვე დამოკიდებულია სასამართლოზე თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ შემთხვევაში მოდავე მხარე არ არსეობს უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წარმოადგენს საიდუმლოს და მისი გამჟღავნება ისჯება სისხლის სამართლის წესით. სასამართლო ვალდებულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით და სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს აღნიშნული გადაწყვტილება ამასთანავე, მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით:

ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი , გვარი,პირადი ნომერი , დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად). შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (ბიოლოგიური მშობლებისა) და წარმოშობით ნათესავების მიმართ. ეს არის მოკლე მიმოხილვა შვილად აყვანის პროცედურების შესახებ, ამასთანავე არის უამრავი დეტალი რომელიც შვილების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული, შესაბამისად დამატებითი ინფორმაციის ან/და მომსახურებისათვის უკვე ყოველი კონკრეტული შემთხვევაა გასათვალისწინებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: shvilad ayvana, shvilad ayvanis procedurebi, შვილად აყვანა, შვილად აყვანის პროცედურები, მშვილებელი, ნაშვილები, mshvilebeli, nashvilebi, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა პროცედურების გავლაა საჭირო შვილად აყვანისთვის

რა პროცედურების გავლაა საჭირო შვილად აყვანისთვის

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

პარლამენტში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის

ვრცლად

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

ვრცლად

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp