iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მამობის დადგენა
იურიდიული სტატია

მამობის დადგენა

22-11-2022, 17:48 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 457 ნახვა
მამობის დადგენა

მამობის დადგენის რეგისტრაციისას ხორციელდება კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობა (აღიარება), რითაც ბავშვი მოიპოვებს მამის მიმართ უფლება–მოვალეობებს. ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში ან მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ–ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

მამობის დადგენა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე

საჭირო დოკუმენტები

1. მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება

2. ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3. ბავშვის დაბადების მოწმობა

4. ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობა და ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

მამობის დადგენა მამის განცხადების საფუძველზე

საჭირო დოკუმენტები

1. მამის წერილობითი განცხადება

2. მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3. ბავშვის დაბადების მოწმობა

4. ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი: დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება

5. არასრულწლოვანი მამის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

ვის აქვს მამობის დადგენის თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება?

მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:

1) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;

2) ბავშვს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

3) მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

4) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;

5) ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მინდობილ პირს.

რა დოკუმენტებია წარმოსადგენი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის დროს?

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: mamobis dadgena, bavshvis uflebebi, mamis werilobiti gancxadeba, მამობის დადგენა, ბავშვის უფლებები, მამის წერილობითი განცხადება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

ვრცლად

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

ვრცლად

იურიდიული ფაქტის დადგენა

იურიდიული ფაქტის დადგენა

ვრცლად

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

ვრცლად

რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp