iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მემკვიდრეობის მიღება
იურიდიული სტატია

მემკვიდრეობის მიღება

10-01-2023, 17:46 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა 189 ნახვა
მემკვიდრეობის მიღება

გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონება სხვა პირებზე გადადის კანონით ან ანდერძით. მოანდერძე არის ისეთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია განსაჯოს თავისი ქმედება და გამოავლინოს ნება. მოანდერძე თავად ადგენს ანდერძს.

კანონით მემკვიდრეობისას მემკვიდრეებს შეიძლება წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და ასევე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეს, იგი არის პირი, რომელიც იღებს მამკვიდრებლის მთლიან ქონებას ან მის ნაწილს და იგი ცოცხალი იყო მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ან ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ.

სამკვიდრო იხსნება მაშინ, როცა პირი გარდაიცვლება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადდება. სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილი ცნობილი არ არის — სამკვიდროს ადგილსამყოფელი. მაგალითად, პირის ქონება, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში და ვერ დაადგინეს მისი ზუსტი საცხოვრებელი, მდებარეობს ბათუმში. სამკვიდროს გახსნის ადგილად სწორედ ბათუმი ჩაითვლება.

სამკვიდროს მიღების ვადა არის 6 თვე. შესაბამისად, პირმა, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს მემკვიდრეობა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუ ვადის გადაცილებისთვის საპატიო მიზეზი არსებობს ან თუ სხვა მემკვიდრეები წინააღმდეგი არ არიან, ვადაგადაცილების შემთხვევაშიც შეიძლება მიიღოს პირმა მემკვიდრეობა.

კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში აღსანიშნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემკვიდრეობა შეიძლება ჩამოერთვას მეუღლეს, რომელსაც მინიმუმ სამი წელია ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს ქორწინება მამკვიდრებელთან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ მეუღლეები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: memkvidreoba, memkvidreobis migeba, samkvidro mowmoba, anderdzit memkvidre, kanonit memkvidre, მემკვიდრეობა, მემკვიდრეობის მიღება, სამკვიდრო მოწმობა, ანდერძით მემკვიდრე, კანონით მემკვიდრე, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

მემკვიდრეობის სამართალი, ცნება

მემკვიდრეობის სამართალი, ცნება

ვრცლად

ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp