iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » სამკვიდროს გახსნა
იურიდიული სტატია

სამკვიდროს გახსნა

11-08-2020, 18:54 მემკვიდრეობა 1 146 ნახვა
სამკვიდროს გახსნა
სამკვიდროს გახსნა - სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

სამკვიდროს გახსნის დრო - სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა - ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად.

სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ - 1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლომ პირები გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს.

სამკვიდროს გახსნა კომლში - კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

სამკვიდროს გახსნის ადგილი
1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი. 2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ – მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი - სამკვიდროს გახსნის ადგილს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დროებით ცხოვრობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა, წარმოადგენს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ – სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნა - სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, უცხო სახელმწიფოში სამკვიდროს მიიღებს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.

სამკვიდრო ქონება
1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

მომავალი ქონება - მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება.

პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა - სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: samkvidros, gaxsna, samkvidrosgaxsnisdro, samkvidrosgaxsnisadgili, samkvidroqoneba, sazgvardaret, momavali, qoneba, მემკვიდრეობა, გარდაცვლილი, legacy, მემკვიდრეზეკანონი, მემკვიდრეობისას, მამკვიდრებლის, ანდერძი, ანდერძით, ანდერძთან, ანდერძმა, ანდერძს, დავე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

ვრცლად

სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

ვრცლად

სამკვიდრო მოწმობა

სამკვიდრო მოწმობა

ვრცლად

მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

ვრცლად

სავალდებულო წილი

სავალდებულო წილი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp