iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » უძრავი ქონების რეგისტრაცია » ბინის ჩანაცვლება და საკუთრების დაცვა: რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ბინა ავარიულია და გაქვთ სარდაფი რეგისტრირებული ცალკე ობიექტად
იურიდიული სტატია

ბინის ჩანაცვლება და საკუთრების დაცვა: რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ბინა ავარიულია და გაქვთ სარდაფი რეგისტრირებული ცალკე ობიექტად

8-10-2025, 13:17 უძრავი ქონების რეგისტრაცია / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა / ქონებრივი დავები 21 ნახვა
ბინის ჩანაცვლება და საკუთრების დაცვა: რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ბინა ავარიულია და გაქვთ სარდაფი რეგისტრირებული ცალკე ობიექტად

შეკითხვა: „გავყიდეთ ბინა და კორპუსში დავიტოვეთ სარდაფი, რომელიც გაფორმებულია ჩვენს სახელზე და აქვს საკადასტრო კოდიც. ახლა ქირით ვცხოვრობთ. ბინა ავარიულია და ჩანაცვლების პროგრამით აპირებენ ახლის აშენებას. გვეუბნებიან, რომ სარდაფი უნდა დავცალოთ და ეს ფართი დაგვეკარგება. როგორ მოვიქცეთ, რომ ეს ერთადერთი ქონებაც არ დავკარგოთ?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე პასუხობს: თუ სარდაფი რეგისტრირებულია ცალკე საკადასტრო კოდით, ის წარმოადგენს დამოუკიდებელ საკუთრების ობიექტს, რაც ნიშნავს, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს ან კომპენსაცია, ან ჩანაცვლება.

ბინის ჩანაცვლების პროცესში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მფლობელის უფლება საკუთრების მიმართ. შესაბამისად, თუ გაქვთ მოთხოვნა სარდაფის დაცლაზე, მაგრამ არ არის შეთავაზებული არც შესაბამისი ფართის ჩანაცვლება და არც ფინანსური კომპენსაცია - ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა.

ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს აქვს უფლება:

1. მოითხოვოს წერილობით განმარტება და შესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოსგან;

2. უარის ან უყურადღებობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით, საკუთრების დაცვის მიზნით.

სასამართლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ რეგისტრირებული სარდაფი, როგორც ცალკე ქონება, ექვემდებარება იგივე სამართლებრივ რეჟიმს, რაც ბინას - შესაბამისად, ის უნდა იყოს ან ჩანაცვლებული, ან ანაზღაურებული ბაზარზე არსებული რეალური ღირებულების შესაბამისად.

შეკითხვა: „ბინა და მანქანა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელზეა. ჩემი შვილი ჩემი თანხმობის გარეშე შეძლებს თუ არა ეს ქონება თავის სახელზე გადაიფორმოს?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე პასუხობს: მემკვიდრეობის სამართალში არსებობს მკაფიო პროცედურა. მემკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდრო საქმის გახსნის მოთხოვნით.

თუ თქვენი შვილი მიმართავს ნოტარიუსს ამ ვადაში - მას შეუძლია მიიღოს თავისი წილი დამოუკიდებლად, თქვენი თანხმობის გარეშე. თუმცა, თუ თქვენ არ მიმართავთ 6 თვის განმავლობაში, არსებობს რისკი, რომ თქვენი წილი არ დარეგისტრირდეს, და შედეგად მთლიანი ქონება (ბინა და მანქანა) შესაძლოა მხოლოდ თქვენს შვილზე გადაფორმდეს.

ამიტომ აუცილებელია, რომ დროულად გახსნათ სამკვიდრო, რათა თქვენი მემკვიდრეობის წილი ფაქტობრივად მიიღოთ და კანონიერად დაიცვათ თქვენი უფლება.

საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცულია და მისი შეზღუდვა მხოლოდ კანონით შეიძლება.
თუ თქვენი სარდაფი რეგისტრირებულია, ის არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ქონებრივი ღირებულება, რომელიც უნდა იყოს ან ჩანაცვლებული ან კომპენსირებული.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და დროულად მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს მათი დასაცავად.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბინის ჩანაცვლება, სარდაფი, კომპენსაცია, მემკვიდრეობა, ადვოკატი, ნათია ნაკაშიძე, საკუთრება, სამართალი, ნოტარიუსი, სარდაფის კომპენსაცია, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, საკუთრების დაცვა, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული საქმეები, მემკვიდრე, ქონების რეგისტრაცი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

ვრცლად

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

ვრცლად

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში კანონი მოვალეს?

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში

ვრცლად

ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp