iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?
იურიდიული სტატია

ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

6-08-2025, 14:38 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ოჯახური დავები / სიახლე / ქონებრივი დავები 51 ნახვა
ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე – შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

ნათია ნაკაშიძე, (სპეციალიზაცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები და ბავშვთა უფლებები) უპასუხებს თქვენს შეკითხვებს

კითხვა: ბავშვი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად არის ბინის მესაკუთრე. ვაპირებთ ამ ბინის გაყიდვას და უკეთესი პირობების მქონე ბინის შეძენას. მითხრეს, რომ ბავშვის ქონებას სასამართლოს გარეშე ვერ გავყიდი. შეგიძლიათ ამიხსნათ, ნამდვილად ასეა და ზოგადად რა უფლებები აქვთ არასრულწლოვნებს ქონების კუთხით?

პასუხი: არა მხოლოდ შეგიძლიათ, არამედ ვალდებულიც ხართ მიმართოთ სასამართლოს, თუ არასრულწლოვანი არის ბინის მესაკუთრე და თქვენ აპირებთ მის გაყიდვას.

რა უნდა იცოდეთ არასრულწლოვანთა ქონებრივი უფლებების შესახებ?
საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვებს, ისევე როგორც სრულწლოვან პირებს, აქვთ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ არასრულწლოვანი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს მის პირად საკუთრებას და მასზე ნებისმიერი მნიშვნელოვანი განკარგულება უნდა ემყარებოდეს მის საუკეთესო ინტერესს.

კითხვა: ვინ შეიძლება დაიცვას ბავშვის ქონებრივ ინტერესებს?

პასუხი: არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები ან მეურვეები, რომლებიც ბავშვების სახელით ახორციელებენ მათი უფლებების დაცვას ბავშვთა უფლებებში სპეციალუზირებული ადვოკატების დახმარებით, ჩვენს საადვოკატო ბიუროში, ბავშვთა უფლებებში სპეციალუზირებული ადვოკატია ნათია ნაკაშიძე . ქონებრივი საკითხები, განსაკუთრებით უძრავი ქონების გაყიდვა ,საჭიროებს დამატებით მექანიზმებს არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად.

კითხვა: როგორ რეგულირდება კანონით ბავშვის საკუთრების განკარგვის წესები ?

პასუხი: ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წელს, ამბობს, რომ ბავშვი უფლებამოსილია ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

თუმცა, თუ თქვენ აპირებთ ბავშვის სახელზე რეგისტრირებული ბინის გაყიდვას, საქმე ასე მარტივად არ არის:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ან 1,000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება, შესაძლებელია მხოლოდ:

ა) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით

ბ) მოსამართლის თანხმობის საფუძველზე

კითხვა: რას ნიშნავს “ბავშვის საუკეთესო ინტერესი”?

პასუხი: ეს არ არის მშობლის სუბიექტური შეფასება. კანონში განსაზღვრულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოიცავს:

მის ა) ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას

ბ) უსაფრთხოებას

გ) განათლებას და განვითარებას

დ) ჯანმრთელობის დაცვას

ე) და საზოგადოებრივ და ზნეობრივ ფასეულობებთან შესაბამისობას

არასრულწლოვანის უძრავი ქონების განკარგვისას მშობელს ევალება, მოსამართლის წინაშე დაასაბუთოს, რომ ქონების განკარგვა რეალურად ემსახურება ამ ინტერესებს.

კითხვა: როდის არის შესაძლებელისასამართლოს გარეშე ბინის გაყიდვა ?

პასუხი: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება შემდეგი პირობები:

ა) ბავშვი არ არის მესაკუთრე

ბ) ქონება არის დროებითი სარგებლობის ობიექტი (მაგ., გაქირავება, სადაც საკუთრების უფლება არ იცვლება)

გ) ქონება არ არის ბავშვის სახელზე რეგისტრირებული

დ) თუ ბინა ბავშვის საკუთრებაა - განკარგვის უფლება გაქვთ მხოლოდ სასამართლოს თანხმობით.

რომ შევაჯამოთ, თუ არასრულწლოვანი არის ბინის თანამესაკუთრე, თქვენ ვალდებული ხართ, მოიპოვოთ სასამართლოს თანხმობა მისი ქონების გასხვისებისას. კანონი ბავშვის უფლებებს მაქსიმალურად იცავს, და ქონების განკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს - რაც მშობელმა უნდა დაასაბუთოს დოკუმენტურად და მტკიცებულებით.

საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორები“ აგრძელებს თქვენს მიერ გამოგზავნილ საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვის / არასრულწლოვანის ბინის გასხვისება

ბავშვის / არასრულწლოვანის ბინის გასხვისება

ვრცლად

არასრულწლოვნის სახელზე არსებული ბინის გაყიდვა მშობლის მიერ სასამართლოს გარეშე შესაძლებელია?

არასრულწლოვნის სახელზე არსებული ბინის გაყიდვა მშობლის მიერ სასამართლოს გარეშე

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp