iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?
იურიდიული სტატია

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

8-10-2025, 12:17 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ხელშეკრულებები / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / იპოთეკის რეგისტრაცია / სიახლე 49 ნახვა
სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

სესხი ფინბიუროშია გადაცემული?

ფინანსური ვალდებულებები ხშირ შემთხვევაში სტრესისა და დაბნეულობის წყაროა მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სესხი გადაეცემა ფინბიუროს. ბევრს ჰგონია, რომ ფინბიუროს გადაცემა ავტომატურად ნიშნავს ვალის "გაუქმებას" ან "ჩამოწერას", თუმცა სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია ხანდაზმულობის ვადაზე, გადახდების ისტორიასა და სასამართლოს მოქმედებებზე.

ამ თემაზე გვესაუბრება ადვოკატი ნათია ნაკაშიძე , რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში.

შეკითხვა: „მაქვს სესხი, რომელიც ფინბიუროშია უკვე 5 წელია. 2 წლის წინ მქონდა მხოლოდ ერთხელ გადახდილი 50 ლარი. როგორ მოვიქცე?“


პასუხი: თუ ბოლო გადახდა 2 წლის წინ განხორციელდა, ეს ფაქტი ავტომატურად აახლებს ხანდაზმულობის ვადას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის ხანდაზმულობის ვადა ჩვეულებრივ 3 წელია, მაგრამ ყოველი ახალი გადახდა ან ვალის აღიარება ვადას ხელახლა ათვლის.


ამ შემთხვევაში, 2 წლის წინ გადახდილი 50 ლარი ნიშნავს, რომ ახლა ხელახლა დაიწყო 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. გამოსავალია ფინბიუროსთან მოლაპარაკება სესხის გადახდის გეგმის შესახებ ან ლოდინი, სანამ ვადა ამოიწურება და შემდეგ სასამართლოსთვის მიმართვა სესხის ხანდაზმულად ცნობის მოთხოვნით.

შეკითხვა: „მაქვს სესხი თიბისი ბანკში. სხვადასხვა განვადებებია გაერთიანებული, დაახლოებით 7-8 წელია არ გადამიხდია და საქმე ფინბიუროშია. შეიძლება ხანდაზმულობა მიენიჭოს?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს: თუ 7-8 წლის განმავლობაში არ გამხდარა გადახდა და არც ფინბიურომ მიმართა სასამართლოს, მაშინ არსებობს რეალური შანსი, რომ სესხი ჩაითვალოს ხანდაზმულად. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს სესხის ხანდაზმულად ცნობის მოთხოვნით.

თუმცა: თუ თქვენი მიმართ უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ მოქმედებს სხვა წესი — სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია 10 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელი ძალაში რჩება ამ ვადამდე.

სესხის ხანდაზმულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც იცავს მოქალაქეებს უსასრულო ფინანსური ვალდებულებებისგან. თუმცა მისი გამოყენება საჭიროებს ზუსტ ცოდნას, დოკუმენტაციის შემოწმებას და იურიდიული სპეციალისტის ჩართულობას.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე შეგახსენებთ: „ხანდაზმულობის ვადა არ ნიშნავს ვალის ავტომატურ გაუქმებას - საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ქმედება, რომ თქვენი უფლება სრულად აღდგეს.“

არ დაელოდოთ პრობლემის გამწვავებას - მიმართეთ ადვოკატს დროულად.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სესხი, ფინბიურო, ხანდაზმულობა, ბანკი, იურისტი, ვალი, სამართალი, სასამართლო, დავა, ფინანსური უფლებები, სესხის ხანდაზმულობა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, სესხის ჩამოწერა, სასამართლო დავა, სესხის დავალიანება, ფინანსური დავალიანება, სასამართლო გადაწყვეტილება, თიბ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში კანონი მოვალეს?

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში

ვრცლად

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

ვრცლად

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp